React JS დეველოპერი

შეხვედრების რაოდენობა: 12 შეხვედრა (24 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:
დავით ბოჭორიშვილი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ვებ დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელი, ვებ პენტესტერი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:
React.js არის დაპროგრამების ენა JavaScript-ის ბიბლიოთეკა, რომელიც გამოიყენება მომხმარებლის ინტერფეისების შესაქმნელად. React გამოიყენება ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის. React საშუალებას აძლევს დეველოპერებს შექმნან მასშტაბური ვებ აპლიკაციები, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემების შეცვლა, გვერდის გადატვირთვის გარეშე. React-ის მთავარი მიზანია იყოს სწრაფი, მასშტაბური და მარტივი. სასწავლო კურსი იქნება დატვირთული პრაქტიკული მაგალითებით, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებს, გაიღრმავონ ცოდნა front-end ტექნოლოგიების მიმართულებით.

რას ისწავლით ამ კურსის ფარგლებში?
სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან: JSX, Babel, ფუნქციურ კომპონენტებს, Class-base Component, მოვლენებს, სტილებს, HTTP მოთხოვნებს, Router, Link, Switch. თითოეული ლექციაში გათვალისწინებულია პრაქტიკული მაგალითები.

რას შეძლებთ კურსის დასრულების შემდეგ?
კურსის დასრულებისას სტუდენტები შეძლებენ როგორც SPA ასევე MPA web აპლიკაციების შექმნას. გაიგებენ რა არის Component, როგორც ფუნქციური ასევე კლასსზე დაფუძნებული.

კურსის წინაპირობაა HTML, CSS, JavaScript- ის საფუძვლები.

ჩატარების ტიპი: offline/online

კურსის საფასური: 250 ლარი

საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

შეხვედრა 1 – შესავალი.

1. რა არის React
2. რა არის npm/npx
3. რა არის Babel
4. რა არის JSX

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოების შესრულება;

შეხვედრა 2 – React გარემო.

1. React გარემო
2. React საწყისები
3. React კომპონენტების განხილვა
a. props
4. React Lists

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოების შესრულება;

შეხვედრა 3 – ივენთები, სტილები     

  1. ივენთები
  2. სტილები
    1. Css, ClassName
    2. Dynamic Styles

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოების შესრულება;

შეხვედრა 4 – Functional Component. 

  1. Functional Component
  2. UseState
  3. Render List, Conditional Logic
  4. Fragments

 საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოების შესრულება;

შეხვედრა 5 – Class 

  1. რა არის OOP
  2. როგორ გამოვიყენოთ Class
  3. პრაქტიკული მაგალითები

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოების შესრულება;

შეხვედრა 6 – Class-base Components.. 

  1. Class-base Component
  2. Class VS Functional Component

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოების შესრულება;

შეხვედრა 7

  1. Handling Side Effects,
  2. useref
  3. useContext

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოების შესრულება;

 შეხვედრა 8 – Forms, Validation.

  1. ფორმებზე მუშაობა
  2. ვალიდაცია

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოების შესრულება;

შეხვედრა 9 – HTTP REQUEST.. 

  1. Http Request
  2. async, await

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოების შესრულება;

შეხვედრა 10 – MPA

  1. Multi-Page-Application
    1. Router
    2. Link

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოების შესრულება;

შეხვედრა 11 – MPA 

1.React-router

  1. useParam

2.pagination

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოების შესრულება;

შეხვედრა 12 – საბოლოო პროექტი

  1. განვლილი მასალის მიმოხილვა
  2. ქვიზი
  3. შესასრულებელი პროექტის განხილვა

საბოლოო პროექტი

 

 

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

არა, საჭიროა გქონდეთ საბაზისო ცოდნა HTML/CSS საფუძვლების შესახებ.

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

დიახ, შესაფერისია. კურსი სპეციალურადაა შექმნილი იმ სტუდენტების ცოდნის გასაღრმავებლად, რომლებსაც უკვე აქვთ ვებ პროგრამირების საბაზისო ცოდნა.

  • ვსწავლობდი ვებ პროგრამირებას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ჩატარდება დისტანციურად: ლაივ რეჟიმში გაკვეთილები ჩატარდება ლექტორის თანხლებით. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა უშუალოდ ლექტორს.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355 .

სხვა კურსები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association