Windows server ადმინისტრირება

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:
არჩილი შენგელია – კომპანია Cisco ქსელური აკადემიის ინსტრუქტორი სხვადასხვა მიმართულებებზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და Cisco ქსელური აკადემია ШАГ (უკრაინა) -ის თბილისის ფილიალის  ლექტორი.

სასწავლო  კურსის მიზანი:
სტუდენტმა მიიღოს ფართო ცოდნა Windows-სერვერების შესახებ, მომავალში ოპერაციული სისტემის სწორად შერჩევის, ინსტალაციის დაგეგმვა/განხორციელების, გამართვის და სერვერული სერვისების დანერგვის ოპერაციათა მაქსიმალური ეფექტურობით განსახორციელებლად, როგორც საშუალო ასევე დიდი ზომის ორგანიზაციებში.

კურსის განმავლობაში სტუდენტები შეიძენენ ცოდნასა და შესაბამის უნარებს შემდეგ საკითხებში:

  • Active directory-ს დაგეგმვა და მართვა;
  • დომენური “ხეების” და “ტყეების” შექმნა და მართვა;
  • უსაფრთხოების წესების დანერგვა და მართვა;
  • აქტიური დირექტორიის ჯგუფური წესებისა დაგეგმვა და მართვა;
  • აქტიური დირექტორიის ფარგლებში სერვერული სერვისების (DNS, DHCP, ფაილ-სერვერი, ინტერნეტის და ვებ-სერვისები, დაშორებული დესკტოპების სისტემა) და-ნერგვა და მართვა;
  • Windows სერვერის უსაფრთხოების სისტემის გამართვა და კონფიგურირება.

ჩატარების ტიპი: online/offline

კურსის საფასური: 250 ლარი 

საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

რეგისტრაცია

 

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

შეხვედრა 1

Windows Server-ის მიმოხილვა, მისი შედარება სამომხმარებლო ანუ Desktop ვერსიებთან;

ვირტუალიზაციის დანიშნულება და ფუნქციები. ვირტუალური მანქანების მართვა;

Windows-სერვერის ინსტალაცია ვირტუალურ გარემოში.

შეხვედრა 2

Windows-სერვერის საწყისი გამართვა;

სერვერ-მენეჯერის გამოყენება;

სერვერის როლების (Roles) და ფუნქციების (Features) აქტივაცია/დეაქტივაცია.

შეხვედრა  3

DNS და DHCP-სერვისების დანიშნულება, აქტივაცია და გამართვა.

შეხვედრა 4

დომენური ინფრასტრუქტურის შექმნა და მხარდაჭერა. დომენის ორგანიზაციული ერთეულები (OUs), მომხმარებლები (Users) და ჯგუფები (Groups).

შეხვედრა 5

ჯგუფური პოლიტიკის (Group Policy) მართვა აქტივ დირექტორიაში. ჯგუფური პოლიტიკის იერარქია და პრიორიტეტების განაწილება ლოკალურ სისტემებში, დომენებსა და ორგანიზაციულ ერთეულებში.

უტილიტები GPResult და GPUpdate.

შეხვედრა 6

Windows-სერვერის ფაილური სერვისი. საერთო დანიშნულების ფაილური რესურსების შექმნა და მართვა ჯგუფური პოლიტიკის გამოყენებით.

შეზღუდვები ფაილურ რესურსებზე.

შეხვედრა 7

დაშორებული დესკტოპების სერვისი (Remote Desktop Services). საერთო ოპერაციულ სის¬ტე¬მასთან მომხმარებელთა პარალელური მუშაობის უზრუნველყოფის აპარატული და პროგრამული საშუალებები.

დაშორებული დესკტოპების ლიცენზირების მეთოდები.

შეხვედრა 8

Active Directory Certificate Services – სერტიფიკაციის სერვისის ინსტალაცია და კონფიგურირება;

PKI ინფრასტრუქტურის დანერგვა და მართვა;

SSL სერტიფიკატების საცავის შექმნა და ჰოსტებზე,მომხმარებლებზე მათი მინიჭება.

შეხვედრა 9

წვდომის კონტროლი Windows-სერვერში. Windows-ფაიერვოლის აქტივაცია და მართვა,შესაბამისი ჯგუფური წესების განსაზღვრა და შესრულება.

შეხვედრა 10

Windows-სერვერის აქტიური დირექტორიის სერვისებით დომენში ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვის ინსტრუმენტები.

Proxy-სერვისის აწყობა და მომხმარებელთა ინტერნეტ რესურსებზე წვდომის მონიტორინგი.

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  •  არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

დიახ, შესაფერისია. კურსის წარმატებით ასათვისებლად დამატებითი ცოდნა არ არის საჭირო.

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  • ვსწავლობდი ქსელებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ონლაინ ან გაიაროთ კურსი ჯგუფთან ჩვენს ოფისში (9ბ ნიკოლოზ ყიფშიძე, თბილისი, საქართველო). სარეგისტრაციო ფორმაში წინასწარ უნდა მიუთითოთ რა ფორმატით აპირებთ კურსის გავლას.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355 .

სხვა კურსები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association