პროფესიონალი WordPress დეველოპერი

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:
ავთანდილ კაკაჩიშვილი – Making Science & Sweeft WordPress დეველოპერი და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ლექტორი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:
გინდათ აღმოაჩინოთ WordPress-ის რეალური სიძლიერე? საკუთარი თემის და მორგებული ფუნქციონალის შექმნა? მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

WordPress-ი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისტემა ვებ საიტების შექმნისთვის. თავდაპირველად WordPress იყო შემუშავებული როგორც სისტემა ინტერნეტ ბლოგების შესაქმნელად. დღეისთვის ამ პლატფორმის გამოყენებით შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი სირთულის და თემატიკის ვებ საიტის შექმნა. WordPress-ის გამოყენებით საიტების შექმნა შესაძლებელია რამდენიმე მიდგომით, როგორც არსებული ფუნქციონალის გამოყენებით, ასევე სპეციალიზირებული მოდულების დამატებით. მაგრამ ამ სისტემის რეალური სიძლიერე და შესაძლებლობები შეიძლება იყოს გამოყენებული მხოლოდ პროგრამული კოდის საშუალებით.

გამომდინარე იქიდან, რომ CMS WordPress არის სრულფასოვანი გადაწყვეტილება ვებ პროექტების შემუშავებისთვის, კურსის ფარგლებში იქნება განხილული როგორც WordPress პლატფორმის ძირითადი შესაძლებლობები ასევე, მასზე ორიენტირებული კონსტრუქციები HTML / CSS / JavaScript და PHP MySQL ტექნოლოგიების გამოყენებით. მოყვანილი ტექნოლოგიები CMS WordPress-თან მიმართებაში გამოყენებით ხსნის ამ სისტემის ძლიერ მხარეებს სხვა კუთხით და აძლევს დეველოპერს სოლიდურ თავისუფლებას ვებ საიტებისთვის საჭირო ფუნქციონალისა და ვიზუალური მხარის შექმნაში.

რას ვისწავლით კურსის ფარგლებში:

–          CMS WordPress – ის ძირითად და საჭირო სტრუქტურებს;

–          მუშაობას ლოკალურ და სერვერულ გარემოსთან;

–          CMS WordPress – ის ბირთვის მუშაობის პრინციპებს;

–          HTML / CSS შაბლონიდან თანამედროვე და მოქნილი WordPress თემის შექმნას;

–          მორგებული ჩანაწერების ტიპების შექმნას (custom post types);

–          დამატებითი მორგებული ველების შექმანასა და გამოყვანას (custom fields);

–          WordPress – ის ჩაშენებულ ფუნქციებთან მუშაობას (functions.php).

ეს კურსი იქნება საინტერესო:

–          დეველოპერებისთვის, ვისაც სსურთ დაიწყონ კარიერა WordPress-ის მიმართულებით;

–          მომხმარებლებისთვის, ვისაც სსურთ საკუთარი ან კლიენტების ვებ პროექტების შექმნა WordPress-ზე;

–          WordPress-თან უკვე მომუშავე მომხმარებლებისთვის / დეველოპერებისთვის ცოდნის გაღრმავებისთვის.

სასწავლო კურსს გააჩნია წინაპირობა: HTML / CSS – ის საბაზისო ცოდნა და კონსტრუქციების გაგება.

ჩატარების ტიპი: online/offline

კურსის საფასური: 200 ლარი

საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

შეხვედრა 1.
WordPress – ის ინსტალაცია და სამუშაო გარემოს მორგება; ძირითადი ფუნქციები, პლაგინები, მუშაობა გვერდებთან და ჩანაწერებთან.

შეხვედრა 2.

თემები WordPress-ში; ახალი თემის რეგისტრაცია; თემის ძირითადი ფაილები; შაბლონების იერარქია; სტილების და სკრიპტების დაკავშირება; საიტის სტრუქტურა – header და footer; შესავალი hook-ებში; function.php ფაილი.

შეხვედრა 3.

WordPress მენიუები; ახალი მენიუს რეგისტრაცია; დინამიური მენიუები; მენიუს ლოკაციები თემაში; სტილები მენიუსთვის; აქტიური მენიუ და ქვემენიუები.

შეხვედრა 4.

საიდბარი (sidebar) WordPress-ში; განსხვავებული შიგთავსი სხვადასხვა გვერდებისთვის; sidebar.php ფაილი; ვიჯეტების რეგისტრაცია; დინამიური საიდბარები; ვიჯეტების ვიზუალური მხარე; კატეგორიების გვერდი და მისი სტილიზაცია.

შეხვედრა 5.

ჩანაწერები WordPress-ში; ჩანაწერების ვიზუალური მხარე; დინამიური კომპონენტები ჩანაწერებში; კატეგორიების და ტეგების დინამიური გამოყვანა; ჩანაწერის სურათების რეგისტრაცია; ფილტრების დამატება.

შეხვედრა 6.

ჰუკები და მოქმედებები (hooks and actions); ჰუკების სტრუქტურა და მუშაობის პრინციპები; ჰუკების პრიორიტეტები; მუშაობა single.php-სთან; საკუთარი მოქმედების შექმნა; შორტკოდები (shortcode) WordPress-ში; საკუთარი შორტკოდის შექმნა.

შეხვედრა 7.

ჩანაწერების შაბლონები; ჩანაწერების ფორმატები; ახალი ფორმატების დამატება; გვერდების ფორმატები; სხვა ჩანაწერების ტიპების ფორმატები; მორგებული ჩანაწერის ტიპები (custom post types); ახალი ტაქსონომიების შექმნა.

შეხვედრა 8.

მორგებული ველები WordPress-ში (custom fields); მუშაობა პლაგინთან Advanced Custom Fields; მორგებული ველების გამოყვანა; გრაფიკული გამოსახულების გამოყვანა.

შეხვედრა 9.

მუშაობა ფორმებთან WordPress-ში; contacts.php ფაილი; ფორმის შექმნა CF7 – ის გამოყენებით; ფორმის სტილიზაცია; შვილობილი თემები WordPress-ში; შვილობილი თემების შაბლონების შექმნა.

შეხვედრა 10.

WordPress SEO; სწორი SEO სტრუქტურის შექმნა და ელემენტების დამატება; უსაფრთხოების მექანიზმები WordPress-ში; დირექტორიების და ფაილების დაცვა; უსაფრთხოების ნორმები ფორმატებისთვის.

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

არა, საჭიროა გქონდეთ საბაზისო ცოდნა HTML/CSS საფუძვლების შესახებ.

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის?

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  • ვსწავლობდი ვებ პროგრამირებას/პროგრამირებას/ქსელებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ჩატარდება დისტანციურად: ლაივ რეჟიმში გაკვეთილები ჩატარდება ლექტორის თანხლებით. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა უშუალოდ ლექტორს.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355 .

სხვა კურსები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association