თარიღი
/   ავტორიSCSA

Apple Store და Google Play – ს ზოეგიერთი აპლიკაცია მომხმარებელს აჭრის თანხას მოწყობილობიდან წაშლის შემდეგაც

 რუბრიკა:  თაღლითობა

ეგრე წოდებული fleeceware აპლიკაციები მომხმარებლებს აჭრიან თანხას მათი მოწყობილობიდან წაშლის შემდეგაც 

უსაფრთხოების სპეციალისტებმა ორგანიზაცია Sophos – დან დაადგინეს, რომ Apple Store – ში და Google Play-ში არის ისეთი ტიპის აპლიკაციები, რომლებიც ახერხებენ მომხმარებლების ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრას იმ შემთხვევაშიც კი, როცა აპლიკაცია უკვე იყო წაშლილი მოწყობილობიდან. სპეციალისტების თქმით, ამ ეტაპისთვის iOS -ის მომხმარებლების დაახლოებით 3,5 მილიონი მომხმარებელი იყენებს ე.წ. freeceware აპლიკაციებს. ეს აპლიკაციები იყენებენ ხრიკებს იმისათვის, რომ Google – ის და Apple – ის მიერ შედგენილ იურიდიულ დოკუმენტაციაში იპოვონ შემოვლითი გზები და გამოიყენონ აპლიკაციების ავტორებისთვის პირობები თავის სასარგებლოდ.

Google Play და App Store აპლიკაციების ავტორებს საშუალებას აძლევენ დააწესონ სპეციალური სატესტო უფასო გამოყენების პერიოდს (trial period), რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი სარგებლობს აპლიკაციით უფასოდ. მაგრამ პერიოდის გასვლისთანავე აპლიკაციით სარგებლობა ხდება ფასიანი. წესდების თანახმად, აპლიკაციის ავტორს შეუძლია დააწესოს სასურველი უფასო გამოყენების პერიოდი მისი პროდუქტისთვის და ასევე დააწესოს გადახდის პირობები.

ზოგიერთი აპლიკაცია სატესტო პერიოდის გასვლის შემდეგ მომხმარებელს ავტომატურად აჭრის თანხას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპლიკაცია უკვე წაშლილია მოწყობილობიდან. როგორც მსგავსი აპლიკაციების გამოყენების პირობებში არის მითითებული, პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობიდან წაშლა არ ნიშნავს რომ მომხმარებელი წყვეტს ტესტირების პერიოდს.

 

 ტეგები:  apple store ,  fleeceware ,  google play

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association