თარიღი
/   ავტორიSCSA

სპეციალისტებმა თითის ანაბეჭდის სკანერების 80% მოატყუეს

 რუბრიკა:  სისუსტეები

თითის ანაბეჭდის სკანერების უმრავლესობის მოტყუება შესაძლებელია ტექსტილის წებოს მეშვეობით

აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის ბევრი მწარმოებელი თავის პროდუქტებში იყენებს თითის ანაბეჭდის სკანერებს როგორც ერთ-ერთ სერიოზულ ალტერნატივად კლასიკური პაროლისთვის. ეს დაცვითი მექანიზმი დღეისთვის საკმაოდ უსაფრთხოდ ითვლება და ბევრი მიმართულებით გამოიყენება, დაწყებული მობილური ტელეფონით და დამთავრებული დაცული ფლეშ მეხსიერების ბარათებით და ჭკვიანი საკეტებით.

თითის ანაბეჭდის სკანერის პოპულარულობამ გამოიწვია უსაფრთხოების სპეციალისტების ინტერესი. მკვლევარებმა Cisco Talos – დან ჩაატარეს კვლევა რომლის ფარგლებშიც შეამოწმეს თითის ანაბეჭდის სკანერის მოტყუების სხვა და სხვა გზები. სპეციალისტებმა თითქმის 80% შემთხვევებში წარმატებას მიაღწიეს, გამონაკლისი იყო მხოლოდ Windows ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობები.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა შეაგროვეს ადამიანების თითის ანაბეჭდები ზედაპირიდან, რომელსაც ეხებოდა ე.წ. სამიზნე. 3D პრინტერის მეშვეობით გაკეთდა სპეციალური ფორმა, რომელშიც იყო ჩასხმული ყველაზე გავრცელებული ტექსტილის წებო. მკვლევარებმა სპეციალურად შეარჩიეს ერთ-ერთი მარტივი ხერხი, მათ უნდოდათ ექსპერიმენტის ჩატარება რაც შეიძლება შეზღუდული რესურსების პირობებში, რათა ეჩვენებინათ რისი გაკეთებაა შესაძლებელი შედარებით მარტივად.

სპეციალისტებმა Cisco Talos – დან შეამოწმეს ზემოაღნიშნული მეთოდი სხვა და სხვა ტიპის თითის ანაბეჭდის ამოცნობის სკანერებზე ყველაზე სუსტი სკანერის ტიპის დასადგენად. როგორც აღმოჩნდა დიდი განსხვავება სკანერებს შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების უმრავლესობამ შეძლო ულტრაბგერითი სკანერების მოტყუება. ამ ტიპის ამომცნობები არის ახალი თაობის და როგორც წესი ყენდება მოწყობილობის ეკრანში. როგორც აღინიშნა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს ამ მეთოდით Windows  10 – ზე მომუშავე მოწყობილობების მოტყუება. აღნიშნული მოწყობილობები იყენებენ Windows Hello ფრეიმვორკს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ Windows-ზე მომუშავე მოწყობილობები უფრო უსაფრთხოა, უბრალოდ მათ “მოსატყუებლად” საჭიროა სხვა მეთოდი – აღნიშნავენ სპეციალისტები Cisco Talos – დან.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association