თარიღი
/   ავტორიSCSA

რეგისტრაცია კიბერ უსაფრთხოების უნივერსიტეტში დაწყებულია

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სავარჯიშოები, როლური თამაშები, ამოცანები, კიბერშეტევის გაანალიზება და სხვა აპრობირებული შესწავლის მეთოდები.

კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტის პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის და  სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციაციის მიერ. კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების უნივერსიტეტის მიზანია საქართველოში კიბერ უსაფრთხოების მიმართულებების განვითარება, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით.

პროექტი მიმართულია სკოლის მოსწავლეებზე, რაც შეუწყობს ხელს საქართველოში კიბერ უსაფრთხოების დარგის განვითარებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდა კადრების დაინტერესებას.

პროექტის მონაწილეებს ასევე მიეცემათ საშუალება მიღებული ცოდნის საფუძველზე გააკეთონ საკუთარი ან ჯგუფური კვლევა, რომელიც გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოების ჟურნალში SPCSJ. დაწვრილებითი ინფორმაცია და ყველა დეტალი SPCSJ ჟურნალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მონაწილეობა კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამაში არის აბსოლუტურად უფასო, რეგისტრაცია და მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროექტის გვერდზე.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association