თარიღი
/   ავტორიSCSA

ჰაკერული ფორუმი OGUsers კვლავ გატეხეს

 რუბრიკა:  თავდასხმები

თავდასხმის შედეგად ბოროტმოქმედებთან დაახლოებით 200 ათასი მომხმარებლის მონაცემი აღმოჩნდა

მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ჰაკერული ფორუმი ერთ წელიწადში უკვე მეორედ გახდა კიბერ თავდასხმის მსხვერპლი. რესურსის ადმინისტრატორი ნიკით Ace აცხადებს, რომ ბოროტმოქმედებმა მოახდინეს საიტის სისტემის გატეხვა პროფილის სურათის ატვირთვის სქემაში. თავდასხმის შედეგად ბოროტმოქმედებთან დაახლოებით 200 ათასი მომხმარებლის მონაცემი აღმოჩნდა.

თავდასხმის შემდეგ OGUsers ფორუმის ადმინისტრაციამ განაახლა ყველა პაროლი და მიმართა თავის მომხმარებლებს ორმაგი ავტორიზაციის ფუნქციის გააქტიურების თხოვნით. რესურსმა მიიღო პოპულარულობა იმის შემდეგ რაც 2018 წელს გამომცემლობა Motherboard – მა OGUsers ფორუმი ყველა დიდი პლატფორმად მოპარული Instagram პროფილების სავაჭრო რესურსად და აგრეთვე ე.წ. sim swapping თავდასხმების მსხვილ ორგანიზატორად დაასახელა.

აღნიშნული თავდასხმა ფორუმისთვის არის უკვე მეორე, პირველი შეტევა OGUsers რესურსზე ჯერ კიდევ 2019 წელს განხორციელდა. მაგ დროს თავდასხმა იყო განხორციელებული კონკურენტი რესურსის მიერ და ფორუმის დაახლოებით 100 ათასი მომხმარებლის მონაცემი იყო მოპარული.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association