თარიღი
/   ავტორიSCSA

Zoom-სთვის ახალი უსაფრთხოების ზომები მიიღეს

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ამიერიდან Zoom – ში ყველა ვიდეო კონფერენცია და ვებინარი მოითხოვს მომხმარებლის მხრიდან უსაფრთხოების პაროლის შეყვანას

COVID-19 ვირუსით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დისტანციური კომუნიკაციის სერვისები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა. ასეთი სერვისების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წარმომადგენელი არის Zoom. როგორც უკვე აღინიშნა წინა სტატიაში, სერვისის დიდმა პოპულარულობამ გამოიწვია ამ უკანასკნელის მიმართ კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტების ყურადღებაც. Zoom – ში იყო აღმოჩენილი რამდენიმე უსაფრთხოების პრობლემა.

სერვისის შემქმნელებმა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების მიღება გადაწყვიტეს. Zoom -ში იყო წარმოდგენილი უსაფრთხოების ახალი ფუნქციები, რომლებიც იმუშავებენ პროგრამის ან სერვისის გაშვებისთანავე. ამიერიდან Zoom – ში ყველა ვიდეო კონფერენცია და ვებინარი მოითხოვს მომხმარებლის მხრიდან უსაფრთხოების პაროლის შეყვანას. ამასთან ერთად სერვისის სარგებლობისას ავტომატურად იქნება გააქტიურებული ე.წ. “დალოდების ოთახი” – waiting room, რომლის მეშვეობითაც კონფერენციაში ჩართვა იქნება შესაძლებელი მხოლოდ მისი ორგანიზატორის დადასტურების შემდეგ. უსაფრთხოების ახალი ზომების მიღების შესახებ Zoom – მა გააკეთა განცხადება ოფიციალურ ვებ გვერდის მეშვეობით.

როგორ აღინიშნა, ახალი უსაფრთხოების ზომები სერვისისთვის იქნება აქტიური პროგრამის (ან ვებ ბრაუზერში გაშვების) გახსნის დროს ნაგულისხმევად. სურვილის შემთხვევაში, კონფერენციის ორგანიზატორს შეეძლება ამ ფუნქციებში ცვლილებების შეტანა.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association