თარიღი
/   ავტორიSCSA

MuWire – ფაილების ანონიმური გაზიარება

 რუბრიკა:  სკრიპტები

MuWire – გამოიყენება ფაილების გასაზიარებლად და ქსელში სამუშაოდ, ეს ინსტრუმენტი იცავს მისი მომხმარებლების ვინაობას I2P ტექნოლოგიის გამოყენებით.

გამოყენების მაგალითი:

ალისა, ინფორმატორი, რომელსაც სურს ანონიმურობის შენარჩუნება სურს, რათა მუდმივად აქვეყნებდეს კონფიდენციალურ მასალას, ქმნის MuWire– ის პროფაილს და იყენებს მას ინფორმაციის გასავრცელებლად. ალისა ამატებს სენსიტიური მასალების შემცველ ფაილებს MuWire ბიბლიოთეკაში და ჩართულს ტოვებს MuWire-ს.

ბობი არის ჟურნალისტი, რომელმაც არაფერი იცის ალისას შესახებ, მაგრამ მას აინტერესებს თუ რა ტიპის მასალას აქვეყნებს იგი. უფრო მეტიც, ბობს ასევე არ სურს ალისამ იცოდეს მისი ვინაობა. იგი ქმნის MuWire– ის იდენტობას და იყენებს შესაბამის საკვანძო სიტყვებს  MuWire–ის საძიებო სისტემაში. Alice- ის MuWire კვანძი იღებს ამ მოთხოვნებს და ავტომატურად აგზავნის შედეგებს. შემდეგ ბობი ტვირთავს მასალას ალისას MuWire კვანძიდან და ამოწმებს, არის თუ არა იგი და საინტერესო მისთვის. ალისა რეგულარულად აქვეყნებს მასალებს, ამიტომ ბობი იწერს მის საგამომცემლო არხს და მისი MuWire კვანძი ავტომატურად იღებს ალისას მიერ გამოქვეყნებულ ყველა შეტყობინებას. MuWire ასევე გთავაზობთ წერილების გაცვლის ფუნქციას საფოსტო ყუთის და ჩეთის საშუალებით, ასე, რომ ბობმს შეუძლია დაუსვას ალისას კითხვები კონკრეტული მასალის შესახებ და რეალურ დროშიც კი ისაუბროს მასთან.

ალისასა და ბობს შორის ურთიერთობა სრულიად ანონიმურია და არცერთ მხარეს არ შეუძლია ერთმანეთის შესახებ შეიტყოს მეტი, მეორე მხარის თანხმობის გარეშე.

MuWire იყენებს I2P ქსელს, რომელიც, როგორც ცნობილია, მუშაობს ინტერნეტის ყველაზე მკაცრი შეზღუდვების დროსაც კი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და ირანი. ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს დაცვას DPI firewalls და სხვა საშუალებებისაგან, რომელსაც იყენებს მთავრობის მეთვალყურეობა. გარე დამკვირვებლის თვალით დანახული, MuWire / I2P– ის მიერ წარმოქმნილი ტრაფიკი არ განსხვავდება შემთხვევითი სტატიკური ტრაფიკისგან.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association