თარიღი
/   ავტორიSCSA

შექმნილია კიბერ საფრთხეების მოდელირების პლატფორმა OWASP Threat Dragon

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია Windows, macOS ოპერაციულ სისტემებზე და ასევე ვებ აპლიკაციის სახით

საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია OWASP – მა წარადგინა კიბერ საფრთხეების მოდელირების პლატფორმა Threat Dragon – ის 1.0 ვერსია. ხელსაწყო არის კროს პლატფორმული და არსებობს როგორც დესკტოპ ასევე ვებ ვერსიის სახით.

Threat Dragon – ის ფუნქციონალი შეიცავს მონაცემთა ნაკადის დიაგრამის შედგენას; საფრთხეების ავტომატური დადგენისა და რანჟირების ფუნქციებს; საფრთხეებისგან შესაძლო დაცვითი მეთოდების დადგენა; თავდასხმების წინააღმდეგ ზომების მიღების მოდელების შექმნას;

პლატფორმის დესკტოპ ვერსია ხელმისაწვდომია GitHub-ზე.

OWASP (Open Web Application Security Project) – საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების დონის გაზრდაზე. OWASP – ის საზოგადოება შედგება კორპორაციებისგან, სხვადასხვა ტიპის კომერციული და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო პირებისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საზოგადოება მუშაობს სპეციალიზირებული სახელმძღვანელოების, სტატიების, დოკუმენტაციის და ახალი ტექნოლოგიების შექმნაზე, რომელიც ღია წვდომაში იმყოფება (open source).

საფრთხეების მოდელირება – სხვადასხვა ტიპის საფრთხის ან სისუსტის აღმოჩენის პროცესი, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პირველ ეტაპებზე.

 ტეგები:  OWASP ,  threat ,  threat dragon ,  თავდასხმა ,  საფრთხე

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association