თარიღი
/   ავტორიSCSA

უკრაინის მოქალაქეებმა მონტენეგროში ბანკომატები „გაასუფთავეს“

 რუბრიკა:  თავდასხმები ,  თაღლითობა

ტექნიკური ხელსაწყოების მეშვეობით, ბოროტმოქმედები უკავშირდებოდნენ ბანკომატებს, და მათზე არსებული სრული თანხა გამოჰქონდათ.

უკრაინის სამი მოქალაქე მონტენეგროში ​ ბანკომატების გაქურდვაში არის ეჭვმიტანილი. როგორც აცხადებს Vijesti გამომცემლობა, სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით ბოროტმოქმედები უკავშირდებოდნენ ბანკომატებს, და მათზე არსებული სრული თანხა გამოჰქონდათ. თაღლითები ირჩევდნენ „თანხის გამოტანის“ ოფციას, რის შემდეგაც ბანკომატი მასში არსებულ სრულ თანხას აწვდიდა.

საერთო ჯამში ამ ტიპის ქმედებით ბოროტმოქმედებმა მოიპარეს 138 ათასი ევრო მონტენეგროს შემდეგ ქალაქებში: ტივატი (45 ათასი ევრო), ბუდვა (30 ათასი ევრო) და პოდგორიცა (63 ათასი ევრო). კრიმინალების სრულ სახელებს გამომცემლობა არ ავრცელებს, თუმცა ცნობილია მათი ინიციალები – ი.ი 38 წლის, ი.ს 37 წლის და ა.ბ. 38 წლის.

იმ მომენტისთვის, როცა მონტენეგროს ორგანოებმა დაადგინეს კრიმინალების ვინაობა, ეს უკანასკნელები აღარ იმყოფებოდნენ ქვეყანაში და ბოროტმოქმედებზე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. ორი ეჭვმიტანილი იქნა დაკავებული მონტენეგროში შესვლის მცდელობისას.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association