შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორები:
ლაშა რაზმაძე – კომპანია UGT_ს ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი.
გიორგი ახალაია – კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ასისტენტ პროფესორი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) ტექნიკური დირექტორი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
სასწავლო კურსი მოიცავს თანამედროვე კიბერ თავდასხმების პრაქტიკულ განხილვას და მათ წინააღმდეგ შესაბამისი კიბერ უსაფრთხოების ხელსაწყოების და მეთოდების გამოყენებას. კურსის ფარგლებში განიხილება კიბერ თავდასხმების სხვადასხვა ტიპები, მოხდება მათი იდენტიფიცირება და შესაბამისი დაცვითი მექანიზმების მეშვეობით კომპიუტერული უსაფრთოხების უზრუნველყოფა. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: თავდასხმები მომხმარებელზე და მათ საწინააღმდეგო ქმედებები, კრიპტოგრაფიის საფუძვლები და სქემები, სუსტი წერტილების დადგენა შესწავლა, სკანირებისა და ინფორმაციის მოგროვების ტექნიკები, თავდასხმები ქსელებზე და ქსელური უსაფრთხოების ელემენტები, თავდასხმები სხვადასხვა პლატფორმებზე, სოციალური ინჟინერია და მომხმარებელზე ორიენტირებული თავდასხმები, მავნე პროგრამული უზრუნველყოფა და ჭკვიანი მოწყობილობების უსაფრთხოება.
სასწავლო კურსის მიზანი:
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს კომპიუტერული უსაფრთხოების პრაქტიკული ასპექტები და სიღრმისეული პრინციპები. ასევე, კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს სხვადასხვა სისტემების და ინფრასტრუქტურის შემოწმება / ანალიზი და აგრეთვე შესაბამისი კიბერ უსაფრთხოების ხელსაწყოების და მეთოდების პრაქტიკული გამოყენება.
ჩატარების ტიპი: online
კურსის საფასური:
- წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 150 ლარი (გადახდა -ის ჩათვლით)
წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 120 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
- სტანდარტული ფასი: 200 ლარი (გადახდა -ის შემდეგ)
სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ