კრიპტოგრაფია

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა 

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 10 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორები:
მაქსიმ იავიჩი – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი.

თამუნა კუჭუხიძე – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) კრიპტოგრაფის ასისტენტი და დეველოპერი. 

სასწავლო კურსის ანოტაცია:
სტუდენტები გაეცნობიან სიმეტრიული დაშიფვრისა და აუთენტიფიკაციის ცნებებს, აგრეთვე ღია გასაღებით დაშიფვრის, ციფრული ხელმოწერების და გასაღების გავრცელების ცნებებს. მათ ეცოდინებათ გავრცელებული მაგალითები და კრიპტოგრაფიული სქემები, მათ შორის AES, RSA, Diffie-Hellman გასაღები დადგენის პროტოკოლი და ეცოდინებათ, როგორ და როდის უნდა გამოიყენონ ისინი. სტუდენტები შეძლებენ მარტივი კრიპტოგრაფიული გადაწყვეტილებების შედგენას, აგებას და ანალიზს. სტუდენტები შეძლებენ არაუსაფრთხო სქემებზე თავდასხმების რეალიზაციას და არსებული სქემების რეალიზაციას Python-ის პროგრამულ ენაზე.

ჩატარების ტიპი: online

კურსის საფასური: 200 ლარი

საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

შეხვედრა 1.
კურსის მიმოხილვა
კრიპტოგრაფიის ისტორია
კურსის თემატიკა
სტრუქტურა

შეხვედრა 2.
თანამედროვე კრიპტოგრაფია
აბსოლიტური უსაფრთხოება
ერთჯერადი ბლოკნოტი (One-time pad)
ისტორიული შიფრების განხორციელება

შეხვედრა 3.
გამოთვლითი უსაფრთხოება
ფსევდო შემთხვევითობა
One-time pad განხორციელება

შეხვედრა 4.
PRNGs
ფსევდო one time pad
უსაფრთხოების მტკიცებულებები

შეხვედრა 5.
უსაფრთხოების უფრო ძლიერი ცნებები
ბლოკური შიფრები
ფსევდო შემთხვევითი ფუნქციები
მუშაობის რეჟიმები (Modes of Operation)

შეხვედრა 6.
შეტყობინებების ავთენტიფიკაციის კოდები (MAC)
შეტყობინების მთლიანობა
MAC Padding

შეხვედრა 7.
CBC-MAC
შეჯახებისადმი მდგრადი ჰეშირების ფუნქციები
ჰეშირების ფუნქციები
ზოგადი “დაბადების დღე” შეტევა
უსაფრთხო კომუნიკაციის სესიები
ავთენტიფიცირებული დაშიფვრა

შეხვედრა 8.
რიცხვების თეორია და კრიპტოგრაფიული სირთულის ვარაუდები
ძირითადი ჯგუფის თეორია
მოდულური არითმეტიკა
Primes, Factoring, და RSA

შეხვედრა 9.
ციკლური ჯგუფები
ციკლური ჯგუფები და გენერატორები
დისკრეტული ლოგარითმი და დიფი-ჰელმანის ვარაუდები
შეჯახების მიმართ მდგრადი ჰეშირების ფუნქცია

შეხვედრა 10.
საჯარო გასაღების რევოლუცია
გასაღების მენეჯმენტის პრობლემა
საჯარო გასაღების დაშიფვრა (დიფი-ჰელმანი)
ჰიბრიდული დაშიფვრა
El Gamal
ელექტრონული/ციფრული ხელმოწერები

სხვა კურსები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association