შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორები:
ილია ლომიძე – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის შეღწევადობის ტესტერი; ლექტორი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
კურსი მსენელებს ასწავლის ანონიმურობას ქსელში, შეღწევადობის ტესტირებისთვის საჭირო სერვისების ჩართვასა და გამართვას. აგრეთვე, მსმენელი შეისწავლის bash scripting – ს, სამიზნის მანქანის მოსმენასა და მასზე სრული კონტროლის მოპოვებას და ტრაფიკის შიფრაციას. სასწავლო კურსის ფარგლებში იქნება განხილული ისეთი საკითხები როგორიცაა ქსელის მოსმენა და ანალიზი, ინფორმაციის პასიური და აქტიური მოგროვების მეთოდები, ვებ საიტების უსაფრთხოების შემოწმების, შეღწევის მეთოდები და ასევე დაცვის მექანიზმები. ამასთან ერთად კურსის ფარგლებში მსმენელი ისწავლის IP კამერებზე წვდომის მოპოვებას და სისტემებში შეღწევას Metasploit ხელსაწყოს საშუალებით. აგრეთვე, სასწავლო კურსის ფარგლებში მოხდება ზემოაღნიშნული თავდასხმებისგან დაცვითი მექანიზმების განხილვა.
მსმენელი შეისწავლის განუახლებელ ოპერაციულ სისტემებზე თავდასხმებს. სასწავლო კურსის ფარგლებში იქნება დემონსტრირებული რეალური თავდასხმების პრაქტიკული მაგალითები სპეციალური ტრენაჟორების გამოყენებით. საბოლოოდ, იქნება განხილული აღნიშნული თავდასხმების საწინააღმდეგო დაცვითი მექანიზმები.
სასწავლო კურსის მიზანი:
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს შეღწევადობის ტესტირების პრაქტიკული მეთოდები და სისტემაში არსებული სისუსტეების პოვნა და ასევე მიღებული მონაცემების ანალიზი. ამასთან ერთად, სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს გავრცელებული თავდასხმების საწინააღმდეგო უსაფრთხოების მექანიზმები და დაცული სისტემის პრინციპები.
კურსის აუცილებელი წინაპირობა: საჭიროა გქონდეთ კიბერ უსაფრთხოების ან ლინუქს ადმინისტრირების საბაზისო ცოდნა.
ჩატარების ტიპი: online
მეცადინეობა დაიწყება 08.05.2025 და ჩატარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 – 21:00 საათამდე.
კურსის საფასური:
- წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 250 ლარი (გადახდა 01.05.2025-ის ჩათვლით)
წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
- სტანდარტული ფასი: 300 ლარი (გადახდა 01.05.2025-ის მერე)
სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ