შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
დავით ბოჭორიშვილი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ვებ პენტესტერი, ვებ დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელი; კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
კურსის ფარგლებში მსმენელი ისწავლის ვებ შეღწევადობის ტესტირების აქტუალურ მიმართულებებს და მეთოდებს. კურსის ფარგლებში განიხილება ისეთი თემები როგორიცაა მუშაობა Kali Linux-ის სერვისებთან, ავტორიზაციის პატარამეტრების მოპოვება, ფაილების ატვირთვასთან დაკავშირებული მოწყვლადობები, მონაცემთა ბაზების exploitები, კოდის ვალიდაცია, ე.წ. wordlistებთან მუშაობა, SQLi შეტევები, JWT ტოკენთან მუშაობა, კოდის ინიექციები, Pickle ბიბლიოთეკა.
სწავლება მიმდინარეობს სპეციალიზირებულ პლატფორმაზე CyberEdu, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული განვლილი თემისთვის შესაბამისი პრაქტიკის განხორციელებას სპეციალურად მომზადებულ მანქანებზე.
სასწავლო კურსის მიზანი:
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს ასწავლოს ვებ სისტემების შეღწევადობის შემოწმებისთვის საჭირო მეთოდები; ვებ სისტემის უსაფრთხოების პრობლემების გაანალიზება; ამასთან ერთად კურსის მიზანია მსმენელს ასწავლოს მოწყვლადი სისტემების უსაფრთხოების დონის ე.წ. manual მეთოდით შემოწმება, გაანალიზება და გაზრდა; უსაფრთხოების სცენარზე დაფუძნებული სხვადასხვა მეთოდების გამოყენება; კურსის სასწავლო პროცესის იდეოლოგია ეფუძნება სისტემებში კიბერუსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას.
სურვილისამებს კურსის მონაწილეებს შეეძლებათ გავიდნენ უფასო გამოცდაზე და მიიღონ CyberEdu-ს ოფიციალური სერტიფიკატი.
სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა:
კურსზე დასაშვებად, აუცილებელია მსმენელს გავლილი ქონდეს ასოციაციის მიერ ჩატარებული პრაქტიკული კიბერ უსაფრთხოების ან ეთიკური ჰაკინგის მიმართულების რომელიმე კურსი.
ჩატარების ტიპი: online
კურსის საფასური:
- წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 200 ლარი (გადახდა -ის ჩათვლით)
წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი –გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
- სტანდარტული ფასი: 250 ლარი (გადახდა -ის მერე)
სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ