შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
მირიან გიორგაძე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ლექტორი, ინფორმატიკის მიმართულების დოქტორანტი. მონაწილეობდა USAID ის პროექტებში და მუშაობდა Huawei-ში დეველოპერის პოზიციაზე.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
Java ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაპროგრამების ენაა. იგი გამოიყენება ფართომასშტაბიანი Web აპლიკაციების, მობილურ და ე.წ. Desktop პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში. Java-ს იყენებენ ჩატბოტებისა და მარკეტინგული ინსტრუმენტების დასამზადებლად, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების დასაწერად, IoT ის მხარდასაჭერად. დაახლოებით 3 მილიარდი მოწყობილობა იყენებს ყოველდღიურად Java-ს. კურსის განმავლობაში ისწავლით მონაცემთა ტიპებს, ცვლადებს, ლოგიკურ ოპერატორებს და სტრუქტურებს. ციკლის ოპერატორებს. ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების კონცეპტს. მემკვიდრეობას, ფაილებთან მუშაობს.
სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა Java დაპროგრამების ენაში. სტუდენტმა დამოუკიდებლად შეძლოს ფუნქციების შექმნა, ლოგიკური ოპერატორების და ციკლების გამოყენება. პრაქტიკულ ამოცანებითა და სავარჯიშოებით მსმენელს ასწავლოს მარტივი პროგრამების დამოუკიდებლად შექმნა.
კურსი ჩატარდება დისტანციურად!
კურსის საფასური:
- წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 150 ლარი (გადახდა 27.10.2022-ის ჩათვლით)
წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 120 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
- სტანდარტული ფასი: 200 ლარი (გადახდა 27.10.2022-ის მერე)
სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ