შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
ირაკლი გუგუნაშვილი – პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გარემოს ეროვნული სააგენტო; კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.
სერგო სიმონოვი – ლექტორი & OSCP სერტიფიცირებული შეღწევადობის ტესტერი; კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
რატომ უნდა ვისწავლოთ Linux ის ოპერაციული სისტემა? Linux-ით იმართება მსოფლიოს სუპერკომპიუტერები, სერვერების უმეტესობა რომლებიც ინტერნეტს ამარაგებენ. ფინანსური ვაჭრობის უმეტესი ნაწილი მსოფლიოში და ორ მილიარდზე მეტი Android მოწყობილობა. Linux ის ოპერაციული სისტემა უფასოა. იგი მსუბუქი, კომპაქტური და მოქნილია. კურსი იწყება Linux-ის ძირითადი კონცეფციებით. თქვენ შეისწავლით სხვადასხვა ინსტრუმენტებს და ტექნიკას, რომლებსაც ჩვეულებრივ Linux სისტემის ადმინისტრატორები და საბოლოო მომხმარებლები (ე.წ. end-user) ყოველდღიური სამუშაოს შესასრულებლად იყენებენ Linux-ის გარემოში. კურსის განმავლობაში ისწავლით Linux ოპერაციული სისტემის სტრუქტურას, მომხმარებლისა და ჯგუფის კონფიგურაციას, მეხსიერების მენეჯმენტს, ქსელისა და სერვისის მენეჯმენტს, ვირტუალიზაციის გამოყენებას და მართვას, პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯმენტს, shell script-ს და საერთო უსაფრთხოებას პრაქტიკაში არსებული საუკეთესო მეთოდების გამოყენებით.
სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს Linux ის ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, მომსახურება და ადმინისტრირება. სხვადასხვა სერვისების გაუმართაობების დადგენა და აღმოფხვრა. Shell_ის სკრიპტების დაწერა და ავტომატიზაციის შესრულება. კურსის მიზანია სტუდენტებს თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით გამოუმუშაოს Linux_ის სისტემის ადმინისტრატორისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა:
კურსს არ აქვს დაშვების წინაპირობა. კურსის განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურს Linux ის ოპერაციული სისტემის შესწავლა. მსმენელებისთვის, რომლებიც ნულიდან იწყებენ სისტემის შესწავლას ან აქვთ საწყისი ცოდნა და სურთ ადმინისტრატორის დონეზე კვალიფიკაციის ამაღლება.
ჩატარების ტიპი: online/offline
მეცადინეობა დაიწყება 19.03.2025 და ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 – 21:00 საათამდე.
კურსის საფასური:
წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 250 ლარი (გადახდა 12.03.2025-ის ჩათვლით)
წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
სტანდარტული ფასი: 300 ლარი (გადახდა 12.03.2025-ის მერე)
სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ