პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:
ქეთევანი გრძელიძე – კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, SCSA-ს ლექტორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:

კურსი განკუთვნილია საქართველოსა და ევროკავშირში პერსონალურ მონაცემთა დაცვით დაინტერესებული პირებისათვის. საქართველოს კანონმდებლობით, 2024 წლის 1 ივნისიდან განისაზღვრა სფეროები, რომელთა წარმომადგენელ კომპანიებსაც აქვთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულება. შესაბამისად, აღნიშნული კურსი ასევე განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც სურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად დასაქმება ან/და უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება.

კურსის ფარგლებში შეისწავლით საქართველოში მოქმედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონისა და მონაცემთა უსაფრთხოების გენერალური რეგულაციის (GDPR) მოთხოვნებს, მნიშვნელოვან ასპექტებსა და გავრცელების სფეროს. ამავე კურსის ფარგლებში, შეისწავლით პერსონალურ მონაცემთა ტიპებს, მათი დამუშავება/შეგროვების კანონიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის საფუძვლებს.

ამასთან ერთად, კურსი მოიცავს მონაცემთა მინიმიზაციას, მიზნობრიობის შეზღუდვას, სუბიექტთა უფლებებს, ინფორმაციული უსაფრთხოების ტრიადის მნიშვნელობას და ა.შ.

კურსის წარმატებით დასრულებისას შეძლებთ:

  1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის აუდიტს და შექმნას
  2. პოლიტიკების გაწერას, მათი კანონმდებლობასა და GDPR-თან შესაბამისობის უზრუნველყოფას
  3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად დასაქმებას და დამსაქმებლისთვის სრული მომსახურების გაწევას
  4. მონაცემთა სუბიექტის, დამმუშავებლის, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას, გადაცდომების აღმოფხვრასა და მათზე რეაგირებას.

ჩატარების ტიპი: online/offline

მეცადინეობა დაიწყება 10.09.2024 და ჩატარდება ყოველ სამშაბათს და პარასკევს 19:00 – 21:00 საათამდე.

კურსის საფასური:

  • წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 200 ლარი (გადახდა 03.09.2024-ის ჩათვლით)

წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

  • სტანდარტული ფასი: 250 ლარი (გადახდა 03.09.2024-ის მერე)

სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

 

რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

შეხვედრა 1: შესავალი პერსონალურ მონაცემთა დაცვაში; საკანონმდებლო ჩარჩოს საჭიროება.

შეხვედრა 2: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი პრინციპები, ტიპები. ქართული და ევროპული ჩარჩოების შედარება.

შეხვედრა 3: მონაცემთა სუბიექტის უფლებები ქართულ და ევროპულ კონტექსტში.

შეხვედრა 4: დამმუშავებლის და შემგროვებლის უფლებები და ვალდებულებები; შეგროვების პრაქტიკები.

შეხვედრა 5: მონაცემთა უსაფრთხოება და უსაფრთხოების მოთხოვნები.

შეხვედრა 6: მონაცემთა დაცვის ოფიცრის უფლებამოსილება.

შეხვედრა 7: მონაცემთა გაჟონვა: იდენტიფიცირება, მართვა, შეტყობინების ვალდებულება.

შეხვედრა 8: საქართველოში მოქმედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობასა და GDPR-თან შესაბამისობის დადგენა და უზრუნველყოფა.

შეხვედრა 9: კომპანიის პოლიტიკის ძირითადი ასპექტები და მნიშვნელოვანი სფეროები.

შეხვედრა 10: შეუსაბამობის შედეგები.

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

დიახ, შესაფერისია. კურსის წარმატებით ასათვისებლად დამატებითი ცოდნა არ არის საჭირო.

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  • ვსწავლობდი ქსელებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ჩატარდება დისტანციურად: ლაივ რეჟიმში გაკვეთილები ჩატარდება ლექტორის თანხლებით. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა უშუალოდ ლექტორს.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355 .

სხვა კურსები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association