შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
თორნიკე ბარამიძე – Middle Software Tester Exactpro-ში.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
Manual Software Testing არის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების განხრა რომლის მიზანია კრიტიკული ხარვეზების პოვნა, მათი ანალიზი და შესაბამისი პირებისთვის შეტყობინება. ყველა ახალი ციფრული პროდუქტი აუცილებლად გადის ტესტირებას ე.წ. მანუალურად (ხელით). კურსის განმავლობაში, მსმენელები მიიღებენ ხარისხის უზრუნველყოფის ტესტირებისათვის აუცილებელ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. რეალური მაგალითების დამუშავებით, კურსის ლექტორი გაუზიარებს ყოველდღიურ პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის თანამედროვე მიდგომებს, ტექნიკებს.
სასწავლო კურსის მიზანი:
სასწავლო კურსის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს საწყისი ცოდნა QA ტესტირებაში. სტუდენტებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და გახდეს ხარისხის უზრუნველყოფის ტესტირების სერტიფიცირებული სპეციალისტი. რომლის შედეგადაც შეძლებს მუშაობის დაწყებას ნებისმიერ დეველოპერულ კომპანიაში ტესტერის პოზიციაზე.
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი შეძლებს სწავლა გააგრძელოს QA ტესტირების შემდეგ დონეზე – ტესტირების ავტომატიზაციის სასერტიფიკატო კურსზე.
კურსის განრიგი:
მეცადინეობა დაიწყება 12.04.2023 და ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 20:00 – 22:00 საათამდე.
ჩატარების ტიპი: online
კურსის საფასური:
- წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 150 ლარი (გადახდა 05.04.2023-ის ჩათვლით)
წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 120 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
- სტანდარტული ფასი: 200 ლარი (გადახდა 05.04.2023-ის შემდეგ)
სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ