გრაფემატული კვლევებისთვის ალგორითმისა და სამუშაო ვებ-პლატფორმის შექმნა: პროექტის ფარგლებში მუშავდება მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული გრაფიკული გამოსახულების შექმნის პერიოდის და მათზე დატანილი ტექსტების ამომცნობი სისტემა, რომელიც ავტომატურად ადგენს შექმნილი გრაფიკული გამოსახულების რეალურ პერიოდს კონკრეტული პარამეტრების მიხედვით. პროექტის შედეგად მიიღება ალგორითმი გრაფემატული კვლევებისთვის და შესაბამისი სამუშაო ვებ-პლატფორმა. პროექტი დაიწყო 2022 წელს და დასრულდება 2024 – ში.