სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის საკვირაო სკოლის მოსწავლეთა 4 გუნდი გავიდა ინფორმაციული-ფსიქოლოგიური უსაფრთხოების საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ოლიმპიადაზე პირველი და მესამე ადგილები აიღეს SCSA-ს მოსწავლეთა გუნდებმა. კერძოდ, გარი მანუკოვის, ალბერტ ფანიანის და ელენე მელიას გუნდმა – Eyeless Phisher აიღო პირვეი ადგილი, ხოლო როჰამ ჰამიდის, ნიკა ქაფიანიძის და მარი მაისურაძის გუნდმა CyberTrio აიღო მესამე ადგილი.
ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური უსაფრთხოების მე-10 საიუბილეო საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაზე მონაწილეობდა 28 გუნდი საქართველოდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და ყაზახეთიდან.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას.