პროექტის უპირველესი მიზანია ქალთა IT განათლების განვითარება, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის სფეროებში, ქალთა განათლების ხარისხის გაზრდა საქართველოში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით და, აკადემიასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის წახალისება. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ქალების მიერ მონაცემთა დაცვის საკითხების გაგებას უფრო ფართო სოციალურ კონტექსტში. WISEC აკადემიის ფარგლებში, ორგანიზებული იქნება ევროკავშირის გამოცდილებაზე დაფუძნებული კიბერ უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ინტენსიური სასწავლო პროგრამა სხვადასხვა სეგმენტში მოღვაწე ქალებისთვის (სტუდენტებისთვის, ფართო საზოგადოებისთვის, IT გამოცდილების მქონე სპეციალისტებისთვის). ასევე ჩატარდება კიბერუსაფრთხოების ტრენინგები რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის მონაცემთა უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით. პროექტი დაიწყო 2023 წელს და დასრულდება 2026-ში. დაფინანსების წყარო: Erasmus+ (Jean Monnet Modules). ხანგრძლივობა – 3 წელი.