შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
სერგო სიმონოვი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის სისტემური ადმინისტრირების, ქსელების და ქსელური უსაფრთხოების კურსების ტრენერი; შეღწევადობის ტესტერი; DEVOPS ინჟინერი და IT მენეჯერი (Omedia);
სასწავლო კურსის ანოტაცია:
თუ გსურს გახდე უსაფრთხოებაზე ორიენტირებული sysadmin -ი და უბრალო მომხმარებლიდან დაწინაურდე სისტემურ ადმინისტრატორამდე, მაშინ ეს კურსი შენთვისაა!
რას ისწავლით ამ კურსის ფარგლებში
ამ კურსში ჩვენ დავიწყებთ IT ინჟინერიის ძირითადი კონცეფციებიდან და ერთად, ნაბიჯ ნაბიჯ გავიღმავებთ ცოდნას. ეს არის თეორიული და ამავდროულად ღრმად პრაქტიკული კურსი, რომელიც გვთავაზობს ყველა შესასწავლი მასალის პრაქტიკულ სავარჯიშოებში გამოყენებას. დღეს ყველას შეუძლია Windows- ის ინსტალაცია, რაც საკმარისი არ არის სერიოზულ კომპანიაში სამუშაოს მისაღებად. დახელოვნებული SysAdmin- თვის აუცილებელი ცოდნის და უნარების გამოსამუშავებლად, დეტალურად გავეცნობით კომპიუტერის ნაწილებს და მათ მუშაობას, დრაივერებს, ოპერაციულ სისტემებსა და მათ დაცვას, ფაილების სისტემებს, ფაილების აღდგენას, RAID მასივებს და მათ უსაფრთხოებას, ვირტუალიზაციას და უამრავ საინტერესო მასალას! ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოებას.
ვინც წარმატებით დაამთავრებს კურსს შეძლებს:
- აპარატურის პრობლემების აღმოფხვრა
- აპარატურული და პროგრამული სერვერების ინსტალაცია და მომსახურება
- სერვერის ოპერაციული სისტემების გამართვა და მომსახურება
- სისტემების უსაფრთხოების გაუმჯობესება
- ვირტუალიზაციის სერვერის დაყენება და მომსახურება
- დაკარგული ფაილების აღდგენა
ვისთვის იქნება საინტერესო კურსი:
ეს კურსი საინტერესოა ქსელის ადმინისტრატორებისთვის, დამწყები სისტემური ადმინისტრატორებისთვის, დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის, პენტესტერებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვისაც უნდა ცოდნის გაღრმავება სისტემური ადმინისტრირების და მისი უსაფრთხოების სფეროში.
კურსის საფასური: 250 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
კურსი ჩატარდება დისტანციურად!