პრაქტიკული კიბერ უსაფრთხოება

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორები:

ლაშა რაზმაძე – კომპანია UGT_ს ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი.

გიორგი ახალაია – კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ასისტენტ პროფესორი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) ტექნიკური დირექტორი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:
სასწავლო კურსი მოიცავს თანამედროვე კიბერ თავდასხმების პრაქტიკულ განხილვას და მათ წინააღმდეგ შესაბამისი კიბერ უსაფრთხოების ხელსაწყოების და მეთოდების გამოყენებას. კურსის ფარგლებში განიხილება კიბერ თავდასხმების სხვადასხვა ტიპები, მოხდება მათი იდენტიფიცირება და შესაბამისი დაცვითი მექანიზმების მეშვეობით კომპიუტერული უსაფრთოხების უზრუნველყოფა. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: თავდასხმები მომხმარებელზე და მათ საწინააღმდეგო ქმედებები, კრიპტოგრაფიის საფუძვლები და სქემები, სუსტი წერტილების დადგენა შესწავლა, სკანირებისა და ინფორმაციის მოგროვების ტექნიკები, თავდასხმები ქსელებზე და ქსელური უსაფრთხოების ელემენტები, თავდასხმები სხვადასხვა პლატფორმებზე, სოციალური ინჟინერია და მომხმარებელზე ორიენტირებული თავდასხმები, მავნე პროგრამული უზრუნველყოფა და ჭკვიანი მოწყობილობების უსაფრთხოება.  

სასწავლო კურსის მიზანი:
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს კომპიუტერული უსაფრთხოების პრაქტიკული ასპექტები და სიღრმისეული პრინციპები. ასევე, კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს სხვადასხვა სისტემების და ინფრასტრუქტურის შემოწმება / ანალიზი და აგრეთვე შესაბამისი კიბერ უსაფრთხოების ხელსაწყოების და მეთოდების პრაქტიკული გამოყენება.

ჩატარების ტიპი: online

კურსის განრიგი:

მეცადინეობა დაიწყება 27.04.2023 და ჩატარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 20:00 – 22:00 საათამდე.

კურსის საფასური: 

  • წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 150 ლარი (გადახდა 13.04.2023-ის ჩათვლით)

          წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 120 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

  • სტანდარტული ფასი: 200 ლარი (გადახდა 13.04.2023-ის შემდეგ)

          სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

შეხვედრა 1.
შესავალი პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოებაში; ძირითადი ტერმინები და
მცნებები; დღევანდელი ვითარება კიბერ სივრცეში; უსაფრთხოების
შაბლონები; უსაფრთხო დიზაინის ასპექტები.
შეხვედრა 2.
სუსტი წერტილების (მოწყვლადობის) შესწავლა; ინფორმაციის
მოგროვება და მისი ანალიზი; დომენური სისტემები; ეთიკური ჰაკინგის
პირველი ნაბიჯები.
შეხვედრა 3.
კრიპტოგრაფია, შიფრაციის სისტემები და მათი მუშაობის პრინციპები;
ძირითადი უსაფრთხოების ალგორითმები; ღია გასაღების შიფრაციის
მეთოდის განხილვა.
შეხვედრა 4.
თანამედროვე თავდასხმები მომხმარებელზე; ავთენტიფიკაციაზე
დაფუძნებული თავდასხმების მაგალითების და მეთოდების განხილვა;
ფიშინგის განვითარება; სოციალური ინჟინერიის ახალი ასპექტები და
მეთოდები.
შეხვედრა 5.
ქსელის მუშაობის ძირითადი პრინციპები; ქსელის სკანირება; ქსელის
სუსტი წერტილების გამოვლენა; გავრცელებული ქსელური
თავდასხმების განხილვა; ქსელის სკანირების ხელსაწყოები პრაქტიკაზე.
შეხვედრა 6.
უსადენო ქსელის განხილვა; Wi-fi –ის სკანირება და ანალიზი
პრაქტიკაზე; თავდასხმები უსადენო ქსელზე; ფაერვოლების, ქსელის
ფილტრების განხილვა და კონფიგურაცია; Honeypot – უსაფრთხოების
მეთოდების განხილვა.
შეხვედრა 7.
Distributive Denial of service (DDoS) თავდასხმების განხილვა;
თავდასხმები მობილურ მოწყობილობებზე; რა არის Cloud-ი ? მისი
მნიშვნელობა და თანამედროვე თავდასხმები; Software as a service
(SaaS); მონაცემთა ბაზების უსაფრთხოება.
შეხვედრა 8.
უსაფრთხოების გამართული კონფიგურაცია; ოპერაციული სისტემები და
მათი უსაფრთხოება; ბუფერის გადავსების თავდასხმები; ვებ-ზე
დაფუძნებული თავდასხმების განხილვა; SQL ინიექციების განხილვა.
შეხვედრა 9.
ვირუსები და ანტივირუსების / ანტიმავნე სისტემების განხილვა;
ტროიანის გავრცელების მეთოდები; ტროიანის გავრცელების შემდგომი
შედეგები; მომხმარებლის სისტემის სკანირება და სისუსტეების
გამოვლენა.
შეხვედრა 10.
პირველი ნაბიჯები შეღწევადობის ტესტირებაში (penetration testing);
სისტემის სკანირების და შეღწევადობის ტესტირების საბაზისო
ხელსაწყოები და მათი გამოყენება; შეღწევადობის ტესტირების
პლატფორმების განხილვა და რეკომენდაციები.

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

დიახ, შესაფერისია. კურსის წარმატებით ასათვისებლად დამატებითი ცოდნა არ არის საჭირო.

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  • ვსწავლობდი კიბერუსაფრთხოებას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ონლაინ ან გაიაროთ კურსი ჯგუფთან ჩვენს ოფისში (თბილისი, ცაგარელის ქ., 34-36). სარეგისტრაციო ფორმაში წინასწარ უნდა მიუთითოთ რა ფორმატით აპირებთ კურსის გავლას.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

არა, ჩვენ არ ვაკეთებთ ლექციის ჩანაწერებს – ეს უარყოფითად აისახება სტუდენტის მოსწრებაზე და კურსის დასრულების ხარისხზე. რა თქმა უნდა, რთულ თემატიკაზე ლექტორს შეუძლია გააკეთოს მოკლე ჩანაწერი, მაგრამ მხოლოდ გამონაკლისის სახით. მეორეს მხრივ, ჩვენი ლექტორები ყოველთვის მზად არიან დაგეხმაროთ და ახსნან გავლილი მასალა.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355 / (+995) 591 050 989.

 

სხვა კურსები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association