Front-end დეველოპერი

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:
დავით ბოჭორიშვილი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ვებ დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელი, ვებ პენტესტერი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:
ციფრულ სამყაროში ბიზნეს პროდუქტები და სერვისები მომხმარებელს ვებ აპლიკაციებისა და საიტების საშუალებით მიეწოდება. კომერციული კომპანიები დიდ რესურს ხარჯავენ სრულყოფილი, მრავალფუნქციური ვებ საიტების დამზადებაში. რომელშიც დიდი წვლილი ეთმობა, საიტების ვიზუალურ მხარეს, იმ ნაწილს, რომელსაც უშუალოდ აღიქვამს მომხმარებელი – Front-End_ს. კურსი მიმდინარეობს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით. კურსის განმავლობაში სტუდენტები საფუძვლიანად ისწავლიან HTML5 და CSS3 _ს. სალექციო შეხვედრებისას ასევე განხილული იქნება JavaScript ს საფუძვლები.

სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მონაწილეებს სიღრმისეულად ეცოდინებათ HTML5 და CSS3 საკვანძო კონსტრუქციები; Javascript_ის საფუძვლები. ექნებათ მათი პრაქტიკაში გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს HTML5 საშუალებით საიტის სტრუქტურის აგება და გამართვა; CSS3 საშუალებით საიტზე ფერების, ტექსტების, პოზიციონირების განსაზღვრა და სხვა ვიზუალური ასპექტების რეალიზაცია; CSS3 ანიმაციების საშუალებით საიტის სტილიზაცია. ამასთან ერთად კურსის დამთავრების შემდეგ შეძლებთ ეკრანის სხვადასხვა ზომაზე მორგებულ ვებ გვერდების შექმნას. კურსის ფარგლებში ასევე შეისწავლით მნიშვნელოვან დაპროგრამების ენის JavaScript-ის საფუძვლებს, რომლის საშუალებითაც, საიტი შეიძენს ფუნქციონალს და ინტერაქტიულობას.

სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა:
კურს არ აქვს წინაპირობა. კურსი განკუთვნილია შენთვის, თუ გსურს დაიწყო ვებ დეველოპერის კარიერა Front-end_ის მიმართულებით, გახდე ჯუნიერ ვებ დეველოპერი და დაიწყო პროფესიული კარიერა ვებ დეველოპმენტში.

კურსის განრიგი:

მეცადინეობა დაიწყება 19.05.2023 და ჩატარდება ყოველ ორშაბათს და პარასკევს 19:00 – 21:00 საათამდე.

ჩატარების ტიპი: online/offline

კურსის საფასური:

  • წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 200 ლარი (გადახდა 12.05.2023-ის ჩათვლით)

          წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

  • სტანდარტული ფასი:  250 ლარი (გადახდა 12.05.2023-ის მერე)

          სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

შეხვედრა 1.

  • რა არის HTML.
  • რა არის HTML/CSS და რისთვის არის ის საჭირო (ზოგადი მიმოხლივა)
  • ედიტორების გარჩევა (sublime, visual code)
  • HTML დოკუმენტის სტრუქტურა
  • HTML ძირითადი ტერმინები
  • ტექსტთან მუშაობა, სურათების და ლინკების დადება., ფორმატირება
  • დაჯგუფების div ელემენტები;

 საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოებს შესრულება;

შეხვედრა 2.

  • HTML ძირითადი ტერმინები
  • სიები, ცხრილები
  • inspect elements
  • CSS ძირითადი ტერმინები (ტექსტებთან მუშაობა, რედაქტირება, ფერი, შრიფტი, )
  • CSS გამოყენება და დოკუმენტის სტრუქტურა
  • პროექტისათვის დოკუმენტების ორგანიზება

 საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოებს შესრულება;

შეხვედრა 3.

HTML და CSS ურთიერთობა

  • font-face, ფონტები და შესაბამისი ფორმატები ვებისთვის
  • სელექტორები(კლასები, იდენტიფიკატორები,უნივერსაკური სელექტორები)
  • ცხრილის სტილიზაცია
  • ბლოკისებრი მოდელი(გარე დაშორება, შიდა დაშორება)
  • ჩარჩოები

HTML

  • ფორმები
  • გვერდის სემენტიკური სტრუქტურა

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოებს შესრულება;

შეხვედრა 4.

HTML და CSS3 თან მუშაობა

  • ელემენტის ფონი
  • თვისება Display
  • თვისება Float
  • პოზიციონირება

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოებს შესრულება;

შეხვედრა 5.

CSS3

  • ტრანსფორმირება(ბრუნვა, მასშტაბირება, გადაადგილება,დახრა,
  • გადასვლა
  • ანიმაცია

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოებს შესრულება;

შეხვედრა 6.

CSS3

  • FlexBox

 JavaScript

  • რა არის მოკლე მიმოხილვა. ცვლადები, მათემატიკური ოპერაციები, მნიშვნელობების ტიპები, მონაცემების გარდაქმნა,

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოებს შესრულება;

შეხვედრა 7.

JavaScript

  • მასივები, პირობითი კონსტრუქციები.

Css

  • რესპონსივ ვებგვერდი
  • @media-ს გამოყენება

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოებს შესრულება;

შეხვედრა 8.

JavaScript

  • ფუნქციები
  • ციკლები

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოებს შესრულება;

შეხვედრა 9.

JavaScript

  • Dom(Document Object Model), ელემენტების შექმნა, დამატება წაშლა, ელემენტებზე სტილის შეცვლა, მოვლენები (event)
  • ობიექტები

საშინაო დავალება: ლექციაზე გავლილი თემების შესაბამისი სამუშაოებს შესრულება

შეხვედრა 10.

JavaScript

  • Dom(Document Object Model), მოვლენები (event)
  • გამეორება მასალების რაც გაც გავიარეთ

საბოლოო პროექტი.

 

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  •   არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

დიახ, შესაფერისია. კურსის წარმატებით ასათვისებლად დამატებითი ცოდნა არ არის საჭირო.

  •  არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  •  ვსწავლობდი ვებ პროგრამირებას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ონლაინ ან გაიაროთ კურსი ჯგუფთან ჩვენს ოფისში (თბილისი, ცაგარელის ქ., 34-36). სარეგისტრაციო ფორმაში წინასწარ უნდა მიუთითოთ რა ფორმატით აპირებთ კურსის გავლას.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

არა, ჩვენ არ ვაკეთებთ ლექციის ჩანაწერებს-ეს უარყოფითად აისახება სტუდენტის მოსწრებაზე და კურსის დასრულების ხარისხზე. რა თქმა უნდა, რთულ თემატიკაზე ლექტორს შეუძლია გააკეთოს მოკლე ჩანაწერი, მაგრამ მხოლოდ გამონაკლისის სახით. მეორეს მხრივ, ჩვენი ლექტორები ყოველთვის მზად არიან დაგეხმაროთ და ახსნან გავლილი მასალა.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355 / (+995) 591 050 989.

სხვა კურსები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association