ავთანდილ გაგნიძე

Scientific projects principal investigator

სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი

მე დავამთავრე მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მონიჭებული მაქვს ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის (აკადემიური დოქტორის) სამეცნიერო ხარისხი მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თბილისი ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტში.მაქვს 30 წელზე მეტი სამეცნიერო, პედაგოგიური და ადმინისტრაციული მუშაობის გამოცდილება მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში და ევროპულ სკოლაში.

მაქვს მათემატიკური და ეკონომიკური მიმართულების საგნების სწავლების დიდი გამოცდილება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე. ჩემი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მათემატიკურ ფიზიკას, მათემატიკურ ეკონომიკას, დიფერენციალურ განტოლებებს, ფინანსურ მათემატიკას, ოპტიმიზაციის თეორიას, გადაწყვეტილების მიღების თეორიას, მათემატიკურ მოდელირებას, სტატისტიკურ ანალიზს, კიბერუსაფრთხოებას. ვარ 40–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2013 წლიდან ვარ IB და AP პროგრამების გამომცდელი და 2017 წლიდან ვარ CIS ექსპერტი.

ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში ფინანსების მიმართულების პროფესორად და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელად.

 

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association