ვლადიმერ სვანაძე

Head of international projects

ვლადიმერ სვანაძე გახლავთ კიბერუსაფრთხოების გამოჩენილი ქართველი ექსპერტი, „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ (IDI) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. როგორც მმართველმა პარტნიორმა, ბატონმა ვლადიმერმა დააფუძნა კიბერუსაფრთხოების აკადემია (CSA) და საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ქართული (GISA). ვლადიმერი გახლავთ პოლიტიკის უფროსი ანალიტიკოსი კიბერ სწავლებისა და კვლევის გლობალურ ფონდში (GFCSR).

ვლადიმერ სვანაძე არის მოწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში. 2015-2016 წლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში, ბატონი ვლადიმერი იკავებდა კონსულტანტის პოზიციას „LEPL კიბერუსაფრთხოების ბიუროში“. ის აქტიურად იყო ჩართული საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017 – 2018 და 2021 – 2024 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიების შემუშავებაში. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ სვანაძე აგრეთვე იყო ჩართული ინფორმაციული უსაფრთხოების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებში. იგი იკავებს თავმჯდომარის პოზიციას „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ (ICC) ფარგლებში შექმნილ „ციფრული ტრანსფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების“ კომისიაში. ვლადიმერი გახლავთ ყოველწლიური საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ფესტივალის (IFCS) ორგანიზატორი და 2016 წელს იმპლემენტირებული პირველი ქართული ინტერნეტ მმართველობის ფორუმის (GeoIGF) ინიციატორი და ორგანიზატორი.
ვლადიმერ სვანაძე ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო განვითარების მიმართულებით. ის აგრეთვე გახლავთ საჯარო მმართველობის დოქტორობის კანდიდატი „კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და საჯარო მმართველობის“ მიმართულებით. მისი ავტორობით გამოცემულია მრავალი აკადემიური სტატია და სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორისაა 2016 წელს გამოცემული პირველი ქართულენოვანი წიგნი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით – „კიბერ თავდაცვა: კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები. პოლიტიკა, სტრატეგია და კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები“. 2019 წლიდან ვლადიმერ სვანაძე გახლავთ USAID – ის ეროვნული ექსპერტი საქართველოში.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association