საქართველოს დელეგაცია კიევში, უკრაინა

საქართველოს დელეგაცია კიევში, უკრაინა

8-11 ნოემბერს, უკრაინაში, ქალაქ კიევში გაიმართა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინსტროს, ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტის, ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის, კიბერნეტიკის ინსტიტუტის, პროგრამული სისტემების ინსტიტუტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. კონფერენცია გაიმართა ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში. იყო განხილული ინოვაციები და უახლესი გამოწვევები ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში.  ძირითადი აქცენტი გაკეთდა კიბერ უსაფრთხოების დარგზე. პლენარული სხდომების შემდეგ, კიბერ უსაფრთხოების მიმართულებას დაეთმო ცალკე სექცია. კონფერენციას ეწვია ინფორმაციული ტექნოლოგიების და კიბერ უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტები. აგრეთვე კონფერენციას ეწვია დელეგაცია საქართველოდან შემდეგი შემადგენლობით: სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, პროფესორი მაქსიმ იავიჩი, განათლების სამინისტროს ტრენერი და ევროპული სკოლის მასწავლებელი, დავით ნოზაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ლევან ვაჩნაძე.

მაქსიმ იავიჩის მიერ გაკეთდა როგორც პლენარული, ასევე სექციური მოხსენება, ორივე პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის დარგში, ხოლო დავით ნოზაძის და ლევან ვაჩნაძის მიერ გაკეთდა სექციური მოხსენებები აგრეთვე კიბერ უსაფრთხოების დარგში. დავით ნოზაძემ თავის მოხსენებაში წარადგინა კიბერ ბულინგის პრობლემები და გამოწვევები საქართველოს სკოლებში. ხოლო ლევან ვაჩნაძემ ისაუბრა კრიპტოგრაფიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

აგრეთვე საქართველოდან გუნდი ესწრებოდა IV საერთაშორისო კონფერენციას ინტერდისციპლინარული მიღწევების შესახებ. ღონისძიებაზე მაქსიმ იავიჩმა გააკეთა პლენარული მოხსენება კიბერ უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით. კონფერენცია გაიმართა ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association