DWV Training: SCSA – შესავალი პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოებაში

DWV Training: SCSA – შესავალი პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოებაში

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA)  გიწვევთ ერთდღიან პრაქტიკულ ტრენინგზე:

„შესავალი პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოებაში“

კურსი მოიცავს თანამედროვე კიბერ უსაფრთხოების ძირითად გამოყენებით საკითხებს. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება კიბერ თავდასხმების სხვადასხვა ტიპები და მათ წინააღმდეგ გამოყენებადი მექანიზმები.

ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გააცნოს პრაქტიკული კიბერ უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები, გაანალიზოს არსებული საფრთხეები და თავდასხმები კიბერ სამყაროში, მსმენელეს შეასწავლოს მომხმარებლის უსაფრთხოების საკვანძო საკითხები და აჩვენოს  მათ კიბერ უსაფრთხოების აქტუალურობა რეალური მაგალითების საფუძველზე.

ტრენინგს გაუძღვებიანსამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი  მაქსიმ იავიჩი და SCSA-ს პროექტების მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, ბატონი გიორგი იაშვილი.

მიზნობრივი აუდიტორია: როგორც დამწყები მსმენელები, ასევე პირები, რომლებსაც  ყოველდღიურად აქვთ შეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ან/და კიბერ სამყაროსთან.

თარიღი: 13 ნოემბერი
დრო: 10:00 – 17:00 საათი
ადგილი: სასტუმრო Holiday Inn, 26 მაისის მოედანი 1, 0171 თბილისი

ტრენინგის საფასური: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) წევრებისთვის – 180 ლარი, სხვა შემთხვევაში 220 ლარი.

საფასური მოიცავს ყავისა და ლანჩის შესვენებას და ყველა საჭირო მასალას ტრენინგის მიმდინარეობისას.

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ტრენინგზე რეგისტრაციის მსურველებმა, გთხოვთ, 11 ნოემბრამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: mariami.uglava@georgien.ahk.de

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association