“ერთსულოვნებას” ეთერში – IVUS2018: საუკეთესო ნამუშევარი

“ერთსულოვნებას” ეთერში – IVUS2018: საუკეთესო ნამუშევარი

7 მაისს სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, მაქსიმ იავიჩი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე სტუმრობდნენ სატელევიზიო არხს “ერთსულოვნებას”. 

შეხვედრის მთავარი თემა იყო – IVUS2018 ”Information Society and University Studies“ საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული საუკეთესო ნამუშევრის ჯილდო. კონფერენცია იყო ჩატარებული ვილნიუსის უნივერსიტეტის კაუნასის ფაკულტეტზე, ქალაქ კაუნასში, ლიტვა. უკვე მეორე წელია რაც კონფერენცია ტარდება საერთაშორისო დონეზე.  ღონისძიებას ესწრებოდნენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: ლიტვა, პოლონეთი, იტალია, ლატვია, თურქტეთი, ირანი, პაკისტანი, ეგვიპტე, საქართველო, ნიგერია, რუსეთი, საბერძნეთი, მაროკო და მოლდოვა.

კონფერენციის განმავლობაში ნაშრომმა საქართველოდან მიიღო საუკეთესო ნამუშევრის ჯილდო. მისი სახელწოდება კი არის “Hash based digital signature scheme with integrated TRNG”. 

ნამუშევარი შესრულებულია შოთა რუსთაველი ეროვნული სამეცნიერო ფონდის და უკრაინული მეცნიერების და ტექნოლოგიების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ნამუშევარი იყო წარმოდგენილი სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის წევრების მიერ – მაქსიმ იავიჩი, ავთანდილ გაგნიძე და გიორგი იაშვილი. 

Talking about IVUS2018; Best paper award, in the frame of the Project Of Shota Rustaveli National Science Foundation And Science & Technology Center In Ukraine;

Gepostet von Maksim Iavich am Montag, 7. Mai 2018

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association