ღია ლექცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ღია ლექცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

23 აპრილს სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის წარმომადგენლები BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. სტუდენტებს გააცნეს სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის საქმიანობა და მიღწევები. აგრეთვე იყო ჩატარებული ლექცია კიბერ უსაფრთხოების ძირითადი ასპექტების შესახებ. ლექციაზე განიხილა ისეთი აქტუალური კიბერ უსაფრთხოების საკითხები როგორიცაა მომხმარებლის უსაფრთხოება, პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოება, კიბერ ჰიგიენა და კრიპტოგრაფია. მსმენელების მხრიდან განხილული საკითხების მიმართ იყო საკმაოდ დიდი დაინტერესება. ლექციის პროცესში სტუდენტებმა დასვეს საკმაოდ საინტერესო ლოგიკური კითხვები და გამოთქვეს საკუთარი აზრი კიბერ უსაფრთხოების მიმართულების შესახებ.

 

 

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association