2024 წლის 27 თებერვალს ა(ა)იპ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციამ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი შპს ინტეგრა-სთან, რომლის მიზანია საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო ციფრული ტექნოლოგიური კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
მემორანდუმის ფარგლებში კომპანიები ითანამშრომლებენ საერთო კომერციულ პროექტებში, რაც მოიცავს სხვადასხვა ორგანიზაციების პროცესების უწყვეტობის მართვას უახლესი IT ტექნოლოგიების და კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტების გამოყენებით. მხარეები ასევე ჩაატარებენ სხვადასხვა აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს კიბერ უსაფრთხოების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ააიპ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტმა მაქსიმ იავიჩმა და კომპანია ინტეგრას დირექტორმა იგორ დოლოტოვსკიმ.