2024 წლის 1 ივნისს, SCSA-ს პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი მაქსიმ იავიჩი სიტყვით გამოვიდა „კიბერ უსაფრთხოების მესამე ეროვნულ ფორუმზე“ (III National Cybersecurity Forum) ბაქოში.
პანელის დასახელება: საერთაშორისო თანამშრომლობა კიბერ უსაფრთხოების სფეროში
საქართველოდან, პროფესორ იავიჩთან ერთად, ფორუმს ასევე ესწრებოდა კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის კრიპტოგრაფიის სპეციალისტი და კავკასიის უნივერსიტეტის მკვლევარი, თამარი კუჭუხიძე. იგი აქტიურად მონაწილეობდა ფორუმზე მიმდინარე დისკუსიებსა და განხილვებში.
ფორუმის ძირითად მიზანს წარმოადგენდა პარტნიორებსა და ექპსერტებს შორის კიბერ უსაფრთხოების განვითარების შესახებ დისკუსიებისა და დიალოგის ხელშეწყობა.
ფორუმის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა დისკუსია ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა, კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, განათლება და ადამიანური რესურსები კიბერუსაფრთხოებაში და კიბერ დიასპორის ფორმირება.