ჩვენი გუნდის წარმატებული მივლინება რუმინეთსა და ავსტრიაში

ჩვენი გუნდის წარმატებული მივლინება რუმინეთსა და ავსტრიაში

რუმინეთში, ნოემბერში გაიმართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბური კიბერ უსაფრთხოების ღონისძიება DefCamp. DefCamp დაიწყო 2011 წელს და წელს ჩატარდა რიგით მე_12 კონფერენცია. რომელიც სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა:
კიბერ უსაფრთხოების ექსპერტების მოხსენება, რომელიც აქცენტირებულია პრაქტიკულ და ტექნიკურ თემებზე. სადაც კეთდება სხვადასხვა ტიპის კიბერ შეტევის სიმულაცია. არსებული უსაფრთხოების მექანიზმების გვერდის ავლა.
ციფრული ინდუსტრიის ბიზნეს ოპერატორების მოხსენება უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ინოვაციებისა და ახალი პროდუქტებზე, სერვისების შესახებ, რომელიც კრიტიკულად მნიშნელოვანია კიბერ უსაფრთხოებისთვის.
CTF (Catch the Flag) ტიპის შეჯიბრი, სადაც გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს კიბერ უსაფრთხოების დავალებების, თავსატეხების ამოხსნაში. DefCampზე ძირითად მომხსენებლებად საქართველოს წარმომადგენელი პირველად 2018 წელს შეარჩიეს – SCSA_ს პრეზიდენტი – მაქსიმ იავიჩი. DefCamp2022 ზე, კი პირველად შეარჩიეს საქართველოდან ორი ძირითადი მომხსენებელი: SCSA_ს პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი – მაქსიმ იავიჩი და SCSA_ს ტექნიკური დირექტორი გიორგიახალაია. მათ ისაუბრეს:
ვერკლის ხის გამოყენებით პოსტ-კვანტური ელექტრონულ ხელმოწერა (მ. იავიჩი) 5G ქსელში მოწყობილობის მდებარეობის დადგენასთან დაკავშირებული საფრთხეები (გ. ახალაია)

ნოემბრის მეორე ნახევარში, ჩვენი გუნდის 4 წარმომადგენელი მივლინებით იმყოფებოდა DeepSec ის კონფერენციაზე. რომელიც ყოველწლიურად ტარდება ვენაში, ავსტრიაში. DeepSec ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი კიბერ უსაფრთხოების ღონისძიებაა ევროპაში, რომელიც აერთიანებს კიბერ უსაფრთხოების პროდუქტებსა და სერვისებზე მომუშავე წამყვან ორგანიზაციებს და კიბერ უსაფრთხოების პრაქტიკოს მკვლევარებს. DeepSec2022 საქართველოს წარმომადგენლებმა, როგორც ძირითად მომხსენებლებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე:
Post-quantum Verkle Signature Scheme – მაქსიმ იავიჩი (SCSA_ს პრეზიდენტი)
Machine learning use in OSINT – გიორგი იაშვილი (SCSA_ს ვიცე-პრეზიდენტი)
Identification of the location in the 5G network – გიორგი ახალაია (SCSA_ს ტექნიკური დირექტორი)
Wireless Keystroke Injection As An Attack Vector During Physical Assessments – სერგო სიმონოვი (SCSA_ს პენტესტერი) DefCamp2022_სა და DeepSec2022_ზე მივლინებას სრულად აფინანსებდა, ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association