23 თებერვალს, ევროპულ სკოლაში გაიმართა კონფერენცია “კიბერ უსაფრთხოების მომავალი ექსპერტი”. კონფერენცია იყო ორგანიზებული სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) და ევროპული სკოლის (ES) მიერ.
ევროპული სკოლის მოსწავლეებმა კიბერ უსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად გააკეთეს ძალიან საინტერესო მოხსენებები. ეს იყო შესანიშნავი გამოცდილება სკოლის მოსწავლეებისთვის, მათი მოხსენებები იყო საკმაოდ ტექნიკური და ინოვაციური. კონფერენციის მსვლელობისას მოსწავლეებმა მომენტალურად მიიღეს თანამშრომლობის შეთავაზებები ექსპერტებისა და მოწინავე IT ორგანიზაციებისგან.
SCSA-ს და ევროპული სკოლის შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი
კონფერენციის ყველა მომხსენებელმა SCSA და ევროპული სკოლისგან მიიღო სერტიფიკატი.
ყველა მოხსენების თეზისი დაიბეჭდა კონფერენციის თეზისების კრებულში, ხოლო სტატიების სრული ვერსიები გამოქვეყნდება სამეცნიერო და პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოების ჟურნალში “SPCSJ”.
ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იყო გავრცელებული “TV პირველი” ტელევიზიისა და “კიბერ კვირა” მედიის მიერ.