უკრაინაში, ქალაქ კიევში, ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში ჩატარებულ პირველ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – „Problems of cyber security in telecommunication systems“ – საქართველოდან მონაწილეობა “სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის” (SCSA) დელეგაციამ მიიღო.
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, მაქსიმ იავიჩმა; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, ავთანდილ გაგნიძემ; საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მკვლევარმა, გიორგი იაშვილმა და საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტმა, არტურო არაქელიანმა ღონისძიებაზე, ორი პლენარული და ორი სექციური მოხსენების ფარგლებში, პოსტკვანტური კრიპტოგრაფიის გამოწვევები და უსაფრთხო დიზაინის პრობლემები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში პროფესორმა, მაქსიმ იავიჩმა გასულ წელს წარადგინა ახალი კრიპტოსისტემა, რომელიც კუბიტების (კვანტური ინფორმაციის ერთეული) გაურკვევლობის პრინციპს იყენებს და პოსტკვანტური კომპიუტერების შეტევებს უძლებს