SCSA გუნდის კიდევ ერთი გამარჯვება! საერთაშორისო სეზონური ღონისძიება!

SCSA გუნდის კიდევ ერთი გამარჯვება! საერთაშორისო სეზონური ღონისძიება!

სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების გუნდმა მოიპოვა გამარჯვება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები“. სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის გუნდმა საგრანტო კონკურსისთვის წარადგინა სეზონური სკოლის პროექტი სახელწოდებით “კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგა”.

სეზონური სკოლის პროექტში ჩართულია როგორც ლოკალური ასევე საერთაშორისო სპეციალისტები – პროფესორები 8 ქვეყნიდან, კერძოდ საქართველო, უკრაინა, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი, აშშ, ლიეტუვა და საფრანგეთი. კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან კიბერ უსაფრთხოების და 5G ტექნოლოგიების პრაქტიკულ და სამეცნიერო ასპექტებს. აქტუალურ თანამედროვე საკითხებს და ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სფეროს წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტებისგან.

სეზონური ღონისძიების პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

მონაწილეობა სეზონურ სკოლაში იქნება უფასო და მონაწილეობის მსურველები ჩაერთვებიან წინასწარ გამოცხადებული გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრების თარიღები და სხვა დეტალები დაიდება ახლო მომავალში ჩვენთან გვერდზე.

სკოლის დირექტორი – პროფესორ მაქსიმ იავიჩი
თანახელმძღვანელი – პროფესორ ავთანდილ გაგნიძე
კოორდინატორი – დოქტორ გიორგი იაშვილი
მენეჯერი – დიანა პოპოვა

ღონისძიება დაგეგმილია 2022 წლის სექტემბერში.

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association