2023 წლის 23 დეკემბერს, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციისა და კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა, კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. სადაც დარეგისტრირებული 40-მდე მოხსენებიდან, შეირჩა საუკეთესო 20 მოხსენება კიბერ უსაფრთხოებაში არსებულ გამოწვევებისა და უსაფრთხოების პრობლემების შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენელები. კონფერენციის ბოლოს ერთ-ერთმა მონაწილემ პრეზენტაცია წარადგინა საკუთარი საავტორო წიგნის შესახებ.
მონაწილეებს აფასებდა ჟიური:
▫️ ლადო სვანაძე – დოქტორი საჯარო მმართველობის მიმართულებით, BTU_ს აფილირებული პროფესორი, IDI_ს ბორდის წევრი;
▫️ იგორ დოლოტოვსკი – კომპანია INTEGRA_ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;
▫️ ანზორ მეხრიშვილი – კომპანია BDO_ს ხელმძღვანელი
ჟიურის წევრებმა საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის ნომინაციაში 2 გამარჯვებული გამოავლინეს:
▫️ ზურა ქევანიშვილი – „სამართლიანი თამაშის დარღვევის გამოვლენა ჭადრაკში ნერვული ქსელების გამოყენებით“;
▫️ გიორგი თომაძე (გუნდის წევრები: მიხეილ ყურაშვილი, ილია ლომიძე) – „რადიო ტექნოლოგიის ბნელი მხარე“
გამარჯვებულებს გადაეცათ კავკასიის უნივერსიტეტის საჩუქარი და კომპანია INTEGRA_ს მიერ შერჩეული სპეციალური პრიზი. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.