კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდება სამეცნიერო-პრაქტიკული კიბერუსაფრთხოების კონფერენცია, სადაც მომხსენებლებთა შორის კიბერუსაფრთხოების წამყვან ექსპერტებთან და კრიპტოგრაფებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეებიც.
კონფერენციის დელეგატები წარადგენენ მოხსენებებს კიბერუსაფრთხოებასა და პოსტ-კვანტურ კრიპტოგრაფიაში არსებულ აქტუალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. კონფერენცია ორგანიზებულია კავკასიის უნივერსიტეტის და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) მიერ.
მეტი ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://scsa.ge/ka/2019-2/