SCSA-ს ლექტორმა, არჩილ შენგელიამ კიბერ უსაფრთხოებაში Fortinet-ის სერტიფიცირებული წევრის სტატუსი მიიღო. ის ასევე არის Fortinet-ის პლატფორმის, FortiGate 7.4-ის ოპერატორის სტატუსის მფლობელი.
Fortinet წარმოადგენს კიბერ უსაფრთხოების განვითარებისა და ქსელების და უსაფრთხოების ინტეგრაციის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას. კომპანიის მიზანია ადამიანების, მოწყობილობებისა და მონაცემების დაცვა ყველა სივრცეში. შესაბამისად, კომპანიას აქვს 50 სხვადასხვა პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ინსტრუმენტების ინტეგრაციას და მონაცემთა დაცულობას. მათ შორის, არის Fortinet-ის FortiOS სისტემა, რომელიც აგებული არის საერთო მართვისა და უსაფრთხოების ჩარჩოზე და იძლევა ქსელისა და უსაფრთხოების კონვერგენციის შესაძლებლობას. FortiOS ასევე ემსახურება როგორც Fortinet Security Fabric-ის საფუძველს, ინდუსტრიის ყველაზე მაღალეფექტურ და ყველაზე ვრცელ კიბერუსაფრთხოების პლატფორმას.
ყოველდღე, FortiGuard Labs იყენებს ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და დადასტურებულ AI და ML სისტემას 100 მილიარდზე მეტი მოვლენის დასამუშავებლად და გასაანალიზებლად, აგზავნის რეალურ დროში საფრთხის შესახებ განახლებულ ინფორმაციას, რათა დაუყოვნებლივ გაზარდოს დაცვა თუნდაც ნულოვანი დღის საფრთხეებისგან. FortiOS-ის, სპეციალურად შექმნილი SPU ტექნოლოგიის და AI-ზე მომუშავე საფრთხის დაზვერვის უნიკალური კომბინაცია უზრუნველყოფს უმაღლეს დაცვას.
უახლოეს მომავალში კიბერ უსაფრთხოების სამეცნიერო ასოციაციაში, ბატონი არჩილის ხელმძღვანელობით ჩაეშვება FortiGate ადმინისტრატორის კურსი.