საერთაშორისო ზამთრის კიბერ ბანაკი „ეთიკური ჰაკერი“ საქართველოში

საერთაშორისო ზამთრის კიბერ ბანაკი „ეთიკური ჰაკერი“ საქართველოში

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია თანამშრომლობით ვლადიმერ სვანაძესთან და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან წარმატებით ჩაატარა საერთაშორისო ზამთრის კიბერ ბანაკი „ეთიკური ჰაკერი“ Inha ტაშკენტის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის (შემდგომში IUT) ბაკურიანში (საქართველო).

Inha-ს სტუდენტებს ასწავლიდნენ პითონის პროგრამირებას, ეთიკურ ჰაკინგს და კრიპტოგრაფიას. აღსანიშნავია, რომ Inha არის ერთ-ერთი წამყვანი ტექნიკური უნივერსიტეტი უზბეკეთში. ამ უნივერსიტეტიდან შეირჩნენ საუკეთესო სტუდენტები. ძირითადად ყველა სტუდენტი უკვე მუშაობდა წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორც დეველოპერების და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებად. ამიტომ სტუდენტებისთვის ჩაეშვა გაძლიერებული სასწავლო პროგრამა. სტუდენტებმა საკმაოდ კარგად აითვისეს მასალა; ამაში დარწმუნება იყო შესაძლებელი ფინალური ჰაკათონის დროს. ჰაკათონის დროს სტუდენტებს უნდა გაეტეხათ SCSA-ს მიერ მომზადებული CTF ლაბორატორია. მათ ასევე მოუწიათ კრიპტო შიფრის გატეხვა, რომელსაც გარკვეული დაუცველობა ჰქონდა დაშიფვრის ფაზაში. და ბოლოს, სტუდენტებს ჩაუტარდა კითხვა-პასუხის ეტაპი. შეჯიბრს კითხვა-პასუხის ეტაპი დაემატა, რადგან ძალიან რთული იყო გამარჯვებულის გამოვლენა.

მინდა მადლობა გადავუხადო კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს, დოქტორ ვლადიმერ სვანაძეს, დოქტორ გიორგი იაშვილს და ირაკლი ფირცხალავს უდიდესო როლისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზებაში.

საერთაშორისო ზამთრის კიბერ ბანაკი „ეთიკური ჰაკერი“ არის მსოფლიოში უნიკალური პროექტი, რომელიც ორიენტირებულია კიბერუსაფრთხოების და პროგრამირების ცოდნის სწრაფ მიღებაზე მცირე დროში, და ასევე არის შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოაჩინო საქართველო და გაერთო.

მაქსიმ იავიჩი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი

Inha უნივერსიტეტი ტაშკენტში ასწავლის და ამზადებს მაღალი ხარისხის სპეციალისტებს ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. უნივერსიტეტმა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციასთან თანამშრომლობით შეასრულა მისი პირველი საგანმანათლებლო ზამთრის კიბერუსაფრთხოების ბანაკი სტუდენტებისთვის ბაკურიანში.

მინდა ხაზი გავუსვა მაქსიმ იავიჩის, ვლადიმერ სვანაძის და გიორგი იაშვილის პროფესიონალური მიდგომა, რომლებმაც გააღეს ფენომენალური კარი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტი ცოდნის მისაღებად. ზემოაღნიშნული პროფესიონალების მიერ მოწოდებული ცოდნა არ იყო მხოლოდ თეორიული და შეიცავდა სოლიდურ პრაქტიკულ ნაწილს, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტებზე და ჩემზე. ღონისძიების ბოლო დღეს ჩატარდა ჰაკათონი ჩვენი სტუდენტებისთვის. ეს იყო მშვენიერი პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Inha – ს სტუდენტებს გააჩნდათ ცოდნა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, მათ ძალიან ბევრი რამე ისწავლეს კონკრეტულად ჰაკათონის მსვლელობისას. ეს პრაქტიკული გამოცდილება აუცილებლად იქნება გამოყენებული ჩვენს ქვეყანაში.

შემიძლია ვთქვა, რომ თანამშრომლობა ახალი დაწყებულია და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, ჩვენი მხრიდან შევეცდებით თანამშრომლობის გაძლიერებას არამხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის არამედ ჩვენი პარტნიორებისთვისაც.

მუზაფარ ჯალალოვი – Inha უნივერსიტეტის რექტორი

სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის მიერ ორგანიზებული ჩვენი ბანაკის შეჯამებით, აღვნიშნავ, რომ მისი თითოეული ნაწილი იყო უმაღლეს დონეზე. პროფესორებმა იპოვეს საერთო ენა თითოეულ სტუდენტთან, მიუხედავად მისი ტექნიკური ცოდმისა და სასწავლო პროგრამის საფუძველი იყო აქტიური პრაქტიკა, რის გამოც სტუდენტები ინარჩუნებდნენ ინტერესს ახალი ცოდნის მიღებისა გაკვეთილის ყოველ წუთში. გარდა ამისა, აღვნიშნავ ექსპერტი მასწავლებლების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას სტუდენტების მიმართ; პროფესორები მთელ თავისუფალ დროს უთმობდნენ, რომ დრო მაქსიმალურად საინტერესოდ და კომფორტულად გაგვეტარებინა. მოგზაურობისგან დარჩენილია მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილებები და ამ ადგილას დაბრუნების დიდი სურვილი მაქვს.

აზიზ აჰმედკოჯაევი – ბანაკის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის გამარჯვებული

მე პირადად მსიამოვნებდა ბანაკის ყოველი დღე. სასწავლო პროგრამა იყო ძალიან დაბალანსებული, ბევრი ვისწავლეთ და გვქონდა სხვა აქტივობებიც (თამაშები, გარე აქტივობები, შოპინგი). ჩვენი მენტორები იყვნენ ყველაზე კარგი ადამიანები, რომლებსაც ოდესმე შევხვედრივარ, ვფიცავ. მე მივიღე სასარგებლო ცოდნა და საინტერესო გამოცდილება და აუცილებლად გირჩევდით მონაწილეობის მიღებას SCSA-ს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში.

ალექსეი მელნიკი – ბანაკის მონაწილე

ზამთრის ბანაკი, რომელსაც დავესწარი, იყო ყველაზე დიდი გამოცდილება, რაც მქონდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 2 პუნქტი მინდა აღვნიშნო ბანაკთან დაკავშირებით. პირველი არის ამ ქვეყნის კულტურა. იქ ხალხი ძალიან კეთილი და სტუმართმოყვარეა. მათ არ დაივიწყეს ისტორია და ყოველთვის ახსენებენ მას, მათ ისტორიასთან დაკავშირებულია ახალი შენობების არქიტექტურაც კი. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ იქ ხალხი პატრიოტია. მეორე არის სპეციალისტები, რომლებიც მთელი ბანაკის განმავლობაში გვავარჯიშებდნენ. ბატონი იავიჩი და ბატონი იაშვილი დიდი ადამიანები არიან, მათი კურსი იყო ძალიან ეფექტური და მე მათგან არანაირი ზეწოლა არ მიგრძვნია, მხოლოდ ინტენსივობა, რომელიც მოტივაციას მაძლევდა და მეტ ინტერესს. ეს იყო შესანიშნავი გამოცდილება ჩემთვის. მინდა მადლობა გადავუხადო IUT-ის რექტორს და SCSA-ს წარმომადგენლებს სტუდენტებისთვის ასეთი დიდი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

აზიზ კარიმოვი – IUT მესამე კურსის სტუდენტი

კიბერუსაფრთხოების სასწავლო ბანაკი დასრულდა და ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მისი ნაწილი. ბანაკის დროს ჩვენ გვქონდა ბევრი საინტერესო გაკვეთილი სამი მიმართულებით (ეთიკური ჰაკინგი, კრიპტოგრაფია, პითონი). ბანაკის დასასრულს ჩვენ გვქონდა ერთგვარი ჰაკათონი (CTF, პროექტზე მუშაობა და კითხვა-პასუხი), რომლის შესრულებისთვისაც დაახლოებით 5 საათი დაგვჭირდა. ყველა გაკვეთილი ჩატარდა უნიკალურ ატმოსფეროში, რადგან შეგვეძლო აგვეღო სკამი და დავმჯდარიყავით იქ სადაც გვინდოდა. გარდა ამისა, საოცარი იყო ლექტორების (ბატონი მაქსიმი, ბატონი გიორგი და ბატონი ირაკლი) მიდგომა, ეს ასევე ჩანდა ჩვენს მიმართ მათ დამოკიდებულებაში. გარდა გაკვეთილებისა, ჩვენ ვესტუმრეთ ორ ქალაქს: თბილისს და ბაკურიანს, და ამ ქალაქებში ყოველდღე ვსეირნობდით საათობით და გვქონდა სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა თხილამურებით სრიალი, შოპინგი და ა.შ. მოგზაურობის ბოლოს შეგვეძლო უკეთ გაგვეცნო IT და უსაფრთხოების სფერო. მეწარმეებმა, ბიზნესმენებმა და UG-ის რექტორმა  სპეციალური ვახშამი გამართეს. მე ნამდვილად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო INHA უნივერსიტეტს ტაშკენტში, მუზაფარ ჯალალოვს, ყველა ორგანიზატორს და რა თქმა უნდა SCSA-ს წარმომადგენლებს. Დიდი გამოცდილებაა. დიდი მოგონებები. დიდი პიროვნებები.

იბროჰიმ მირსალიხოვი – IUT პირველკურსელი სტუდენტი

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association