სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია აქტიურად მუშაობას როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებზე. აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ ექსპერტებთან
თანამშრომლობა ხორციელდება არამარტო კონკრეტულ მეცნიერებთან, არამედ ორგანიზაციებთანაც, ამის ნათელი მაგალითი არის თანამშრომლობა უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსიტეტთან – ტარას შევჩენკოს კიევის ნაციონალურ უნივერსიტეტთან. გარდა მრავალი კონფერენციებისა, ზემოაღნიშნულ დაწესებულებასთან განხორციელდა ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალის გამოშვება, რომლის შექმნის და განვითარების პროცესში აგრეთვე ჩართულია პოლონეთის ტექნიკური აკადემია.
1. პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტი, რომელიც განხორციელდა ასოციაციის გუნდის წევრების მიერ. პროექტი წარმატებით მიმდინარეობდა 2016 წლიდან, მიღებულია გარკვეული შედეგები, რომელიც გავრცელებულია მსოფლიო კიბერ უსაფრთხოების ექსპერტებთან, აგრეთვე ინფორმაცია გავრცელებულია თემატურ საერთაშორისო ჯგუფებში. პროექტი წარმატებით დასრულდა 2018 წლის იანვარში, მიღებულია შედეგი ახალი პოსტ-კვანტური კრიპტოსისტემის სახით.
2. ციფრული ხელმოწერების სქემები პოსტ-კვანტური ომისათვის: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და უკრაინაში ტექნოლოგიების და მეცნიერების ცენტრის მიერ დაფინანსებული საერთო საგრანტო პროექტი, რომელიც ასევე ხორციელდება ასოციაციის გუნდის წევრების მიერ. პროექტის შედეგად იყო მიღებული ციფრულ ხელმოწერის სქემა, რომელიც იქნება ეფექტური და უსაფრთხო, და მისი გამოყენება იქნება შესაძლებელი პოსტ-კვანტურ ეპოქაში. პროექტზე მუშაობა დაიწყო 2017 წლის ივლისში და წარმატებით დასრულდა 2019 წელს.
3. შემთხვევითი რიცხვების გენერატორები კრიპტოგრაფიისთვის: პროექტის მიზანია შეიქმნას ეფექტური და უსაფრთხო ახალი შემთხვევითი რიცხვების გენერატორი. პროექტი დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ. პროექტი დაწყებულია 2019 წელს და წარმატებით დასრულდა 2021-ში.
4. ეფექტური პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის სქემის მოდელი: პროექტის მიზანია პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიული სქემების ეფექტურობის და უსაფრთხოების გაზრდა. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პროექტი დაიწყო 2019 წელს და წარმატებით დასრულდა 2021-ში.
5. კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტი: პროექტის მიზანია საქართველოს სკოლის მოსწავლეებისთვის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებების გაცნობა, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პროექტი წარმატებით დასრულდა 2020 წელს.
6. კიბერ ინციდენტებზე რეაგირების პლატფორმა 5G ფიჭური ქსელებისთვის: პროექტის მიზანია, შეიქმნას ჭკვიანი კიბერ უსაფრთხოების ფუნქცია 5G ფიჭური ქსელებისთვის. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პროექტი დაიწყო 2020 წელს და წარმატებით დასრულდა 2021-ში.
7. მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის ახალი მეთოდი ბოჭკოვანი ოპტიკური სარკინიგზო სქემების ბაზაზე: პროექტის მიზანია გაზარდოს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება შესაბამისი სარკინიგზო სქემების შემუშავების გზით. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პროექტი დაიწყო 2019 წელს და წარმატებით დასრულდა 2022-ში.
8. კიბერ განათლების ევროკავშირის ხელშეწყობა (PEU-C-E): პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და მენეჯერებისთვის კიბერ განათლების ევროპული გამოცდილების გაზიარება, რაც გაზრდის ინტერნეტში უსაფრთხოების დონეს მოწყვლადი ახალგაზრდა აუდიტორიისთვის. პროექტი დაფინანსებულია EACEA – ს მიერ. პროექტი დაიწყო 2020 წელს და წარმატებით დასრულდა 2022-ში.
9. 5G ქსელის უსაფრთხოება: პროექტის მიზანია 5G ქსელში არსებული კიბერ საფრთხეების, სისუსტეების შესწავლა და უსაფრთხოების ფუნქციების შემუშავება. პროექტის ფარგლებში აიწყობა მიკრო 5G ლაბი სადაც მოხდება სხვადასხვა სიმულაციების, კიბერ შეტევების განხორცილება და ახალი ალგორითმების ტესტირება. კვლევისას მიღებული შედეგების განხილვა მოხდება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. საგრანტო კვლევაში ხელმძღვანელი არის პროფესორი მაქსიმ იავიჩი და საერთაშორისო კონსულტანცი პროფესორი სერგი გნატიუკი. პროექტი დაიწყო 2021 წელს და წარმატებით დასრულდა 2022 – ში.
10. კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგა: სეზონური სკოლის პროექტში ჩართულია როგორც ლოკალური ასევე საერთაშორისო სპეციალისტები – პროფესორები 8 ქვეყნიდან, კერძოდ საქართველო, უკრაინა, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი, აშშ, ლიეტუვა და საფრანგეთი. კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან კიბერ უსაფრთხოების და 5G ტექნოლოგიების პრაქტიკულ და სამეცნიერო ასპექტებს. აქტუალურ თანამედროვე საკითხებს და ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სფეროს წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტებისგან. პროექტი დაიწყო 2022 წელს და წარმატებით დასრულდა იმავე წელს.
11. გრაფემატული კვლევებისთვის ალგორითმისა და სამუშაო ვებ-პლატფორმის შექმნა: პროექტის ფარგლებში მუშავდება მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული გრაფიკული გამოსახულების შექმნის პერიოდის და მათზე დატანილი ტექსტების ამომცნობი სისტემა, რომელიც ავტომატურად ადგენს შექმნილი გრაფიკული გამოსახულების რეალურ პერიოდს კონკრეტული პარამეტრების მიხედვით. პროექტის შედეგად მიიღება ალგორითმი გრაფემატული კვლევებისთვის და შესაბამისი სამუშაო ვებ-პლატფორმა. პროექტი დაიწყო 2022 წელს და დასრულდება 2024 – ში.
12. ევროკავშირის პრაქტიკაზე დაფუძნებული მონაცემთა დაცვის სეზონური სკოლა: პროექტის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება მომხმარებლებში. კიბერ უსაფრთხოების მიმართ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამახვილებული ყურადღებისა, სამწუხაროდ მაინც აქტუალურია GDPR თან დაკავშირებული გამოწვევები, როგორც ამ პროფილის სპეციალისტებში ასევე ჩვეულებრივ მომხმარებლებში. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სეზონური სკოლები სტუდენტებისთვის, აკადემიური სექტორისთვის, ბიზნეს სექტორისთვის და ონლაინ ტრენინგები ფართო საზოგადოებისთვის. ღონისძიებები იქნება უფასო.
დაფინანსების წყარო: Erasmus+ (Jean Monnet Modules).
ხანგრძლივობა – 3 წელი.
13. კიბერ უსაფრთხოების Cisco აკადემია ბავშვებისთვის: აკადემიის მიზანია საქართველოში კიბერ უსაფრთხოების მიმართულებების განვითარება, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით. მიზნის მისაღწევად, გამოყენებული იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაზირებული კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების მსოფლიო გიგანტის კომპანია Cisco Systems-ის კომპლექსური სასწავლო პროგრამა, რომელიც განთავსებულია ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე netacad.com.
პროექტი დაიწყება 01.10.2022 – ში და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელს
14. პოსტკვანტური ციფრული ხელმოწერის სქემების შექმნის ინოვაციური მიდგომა
პროექტის მიზანია შეიქმნას ციფრული ხელმოწერის სქემა ახალი ტექნოლოგიის “Verkle tree”-ს გამოყენებით. სქემას ექნება ხელმოწერის შემცირებული ზომა და ის იქნება უსაფრთხო კვანტური კომპიუტერების თავდასხმების მიმართ. პროექტი დაიწყო 2022 წელს და დასრულდება 2024 – ში.
15. უსაფრთხო მრავალშრიანი 5G და მომდევნო ქსელების განვითარების მეთოდოლოგია საქართველოში აბონენტთა სპეციალური ჯგუფების საჭიროებებისთვის
პროექტის მიზანია: კომუნიკაციის საჭიროების მქონე, სპეციალური სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა; 5G ქსელის უსაფრთხოების ძირითადი ინდიკატორების შეფასების მეთოდის შემუშავება/განვითარება ახალი მეტრიკისა და წესების შემუშავებით, რომელიც ითვალისწინებს 5G ფიჭური ქსელების ფუნქციონირების სპეციფიკას და აბონენტთა სხვადასხვა ჯგუფისთვის მიწოდებულ სერვისებს; 5G ქსელის შეღწევადობის ტესტირების ავტომატიზაციის დანერგვა; AI ზე დაფუძნებული შიფრაციის მეთოდიანი ეკოსისტემის შემუშავება 5G ქსელისთვის; კვანტური გასაღების გავრცელების მეთოდის გაუმჯობესება 5G ქსელის შესაბამის სეგმენტისთვის; მიღებული გადაწყვეტილების ტესტირება და ვალიდაცია პროექტი დაიწყო 2023 ში და დასრულდება 2026_ში.
16. საერთაშორისო სკოლა „კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი“
პროექტის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო სკოლის “კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი”-ის დაარსება. სკოლის მიზანია საქართველოში კიბერ უსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებების განვითარება, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით.
პროექტის ფარგლებში მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები შემდეგი ქვეყნებიდან: ლიტვიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, ამერიკიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან.
პროექტის ხანგრძლივობა 4 თვე. პროექტი დაიწყება 01.08.2023 და დასრულდება 30.11.2023.
17.„ქალთა გაძლიერება კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საშუალებით“
პროექტის მიზანია საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის სფეროებში ქალთა განათლების პოპულარიზაციას, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით და აკადემიისა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის წახალისება, გენდერული უთანასწორობის დაბალანსება. WISEC აკადემიის მეშვეობით ევროპული პრაქტიკის კვლევა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების მომზადება ხელს შეუწყობს არაერთ დონეზე შედეგების მიღწევას და უზრუნველყოფს ამ პრობლემის საერთო გადაწყვეტას საქართველოში.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები: ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების მიმოხილვა კიბერ უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის სწავლისა და სწავლების სფეროში; კიბერუსაფრთხოების ქალთა სპეციალიზებული აკადემიის განვითარება – WISEC აკადემია; კიბერუსაფრთხოების ონლაინ ტრენინგების შემუშავება რეგიონებიდან ქალებისთვის, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; საქართველოში ქალთა განათლების დონის ამაღლება კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დაცვაში; მაღალკვალიფიციური ქალების მომზადება IT სფეროში.